მოსკოვში ტრაგიკულად დაიღუპა ქართველი ექიმი-გინეკოლოგი ნანა ადამაძე მოსკოვში ტრაგიკულად დაიღუპა ქართველი ექიმი-გინეკოლოგი ნანა ადამაძე. 68 წლის ქალმა სიკვდილს გადაარჩინა სმენადაქვეითებული მოხუცი, რომელსაც მატარებელი ეჯახებოდა. ნანა ადამაძე ლიანდაგისკენ გაიქცა, მოხუცი რელსებიდან გადააგდო, მაგრამ თავად დაიღუპა.
ტრაგედია პოდმოსკოვიეში 9 მარტს მოხდა. თუმცა, ფაქტის შესახებ სხვადასხვა რუსულენოვან საიტზე დღეს დაიწერა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ტრაგედია "პერლოვკას" სადგურზე მოხდა. როგორც ისინი ამბობენ, მოხუცს ხალხის ყვირილი არ ესმოდა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, - სიყრუვის გამო. ნანა ადამაძე მისკენ გაიქცა და ლიანდაგიდან გადააგდო ქალი, თვითონ კი ადგილზე დაიღუპა. განაგრძეთ კითხვა