მომაკვდავი ქალის წერილი მის სავარაუდო შემცვლელს - ამან ინტერნეტი შეძრა! ორი დღის წინ ინტერნეტი ემი კრუზ როზენტალის გულგამგმირავმა წერილმა შეაზანზარა.
გზავნილი ვიღაც უცნობ ქალს ეძღვნება, რომელიც, კაცმა არ იცის, საერთოდ არსებობს თუ არა. მაშ ასე, მომაკვდავი ქალის წერილი მის სავარაუდო შემცვლელს:
"ამის გაკეთება უკვე რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ მორფიუმმა და უჩიზბურგერო დიეტამ მომცელა (ჰო, რა იყო, უკვე ხუთი კვირაა, ადამიანურად არ მიჭამია). აღარაფრით არ შეიძლება ამ წერილის გადადება — ძალიან ცოტა დრო დამრჩა. უნდა მოვასწრო, სანამ კიდევ შემიძლია: ა) ყურადღების კონცენტრირება და ბ) კომპიუტერზე ბეჭდვა. მოკლედ, მზად ვარ.
მე მთელი 26 წლის განმავლობაში ვიყავი ყველაზე არაჩვეულებრივი კაცის ცოლი. და კიდევ სულ ცოტა 26 წელი ვაპირებდი მასთან ერთად ცხოვრებას…
გინდათ, საავადმყოფოზე ამბავი გითხრათ? 2015 წლის 5 სექტემბრის გვიან საღამოს ცოლი და ქმარი მიდიან საავადმყოფოში, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. გასინჯვისა და ანალიზების ჩაბარებიდან ორიოდე საათის შემდეგ ექიმი მათ უცხადებს, რომ მუცლის ღრუს მარჯვენა ქვედა მხარეს გამჭოლი ტკივილი — ეს აპენდიციტის შეტევა კი არ არის, როგორც ამას ცოლ-ქმარი ფიქრობდა, არამედ, დიდი ალბათობით, საკვერცხეების კიბო. 6 სექტემბრის დილა წყვილისთვის პირველი დღე იყო, როცა ერთდროულად მათი ბუდეც გაპარტახდა და ყველა იმედიც უფსკრულში დაინთქა. სამი შვილიდან უმცროსი კოლეჯში წავიდა, ცოლ-ქმრის ცხოვრება-გეგმები-ერთად ყოფნა კი კრახით დასრულდა. არ შედგება ქმართან და მშობლებთან ერთად აფრიკაში მოგზაურობა! არავითარი აზრი არ აქვს ჰარვარდის სტიპენდიაზე განაცხადის შეტანას! გაუქმდა აზიური ტურნე დედასთან ერთად! გაცდება სამწერლო სემინარები ინდოეთში, ვანკუვერსა და ჯაკარტაში! მწარე ირონია: სიტყვები „კიბო“ (cancer) და „გაუქმება“ (cancel) საშინლად ჰგავს ერთმანეთს! იმ დღეს დაიწყო ჩვენი ცხოვრება არა მომავლისთვის, არამედ იმ წამს არსებულისთვის. თუმცა მაინც მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ იმ, მომავალი ცხოვრების გმირზე. ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ ჯეისონ ბრაიან როზენტალი. განაგრძეთ კითხვა