ყველაზე კითხვადი
პირველად საქართველოში - უნიკალური შემთხვევა ქართულ სამედიცინო ისტორიაში!
პირველად საქართველოში - უნიკალური შემთხვევა ქართულ სამედიცინო ისტორიაში!
16 მარტს "ღუდუშაურის კლინიკის" გადაუდებელი მედიცინის განყოფილებას 34 კვირის ორსულმა პაციენტმა გულმკერდის არეში ტკივილის და ქოშინის ჩივილით მიმართა. კლინიკის რეანიმატოლოგთა გუნდის მიერ უმოკლეს დროში ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა და დაისვა ზუსტი დიაგნოზი!
პაციენტს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა აღმავალი აორტის და აორტის სარქველის პროთეზირება, თუმცა მანამდე ფეხმძიმობა საკეისრო კვეთით უნდა დასრულებულიყო. სპეციალისტთა გუნდის მიერ დაისახა სამოქმედო სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ოპერაცია ჯერ მეან-გინეკოლოგებს, ხოლო შემდეგ კარდიოქირურგებს უნდა ჩაეტარებინათ. ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნებლობა ჰქონდა.
პაციენტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
მეან-გინეკოლოგთა და ნეონატოლოგთა გუნდის თანხლებით დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა კარდიოლოგიისა და
ანგიოლოგიის ცენტრში.

"ღუდუშაურის" კლინიკის მეან-გინეკოლოგებმა ოპერატიულად და წარმატებით დაასრულეს საკეისრო კვეთის ოპერაცია, უმოკლეს დროში მოხდა ბავშვის უვნებლად ამოყვანა, რის შემდეგაც საქმეში კარდიოქირურგები ჩაერთნენ. პაციენტს ურთულესი კარდიოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც 11 საათს გრძელდებოდა.

ოპერაცია წარმატებით დასრულდა! დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ეს ყველაფერი კი ორი კლინიკის შეთანხმებული, გუნდური მუშაობის შედეგია! 

44476
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (3)
12:37 / 20-03-2017
Nita
ბრავო ექიმებს!!! ღმერთმა კარგად ამყოფოს დედაც, შვილიც და ეს შესანიშნავი ექიმებიც!
14:12 / 19-03-2017
ხატია
უნიკალურობა მდგომარეობს იმ სირთულეში . რომელიც საკეისრო კვეთისას აღენიშნებოდა პაციენტს და ზოგადი ანესთეზიისას შესძლოა გულს ეღალატა
08:48 / 18-03-2017
დავიდ
უკაცრავად და უნიკალურობა რაში მდგომარეობს? ! საკეისრო კვეთის შებდეგ, ანუ როცა უკვე ფეხმძიმობა დასრულდა ჩატარდა კარდიოლოგიური ოპერაცია. ძირითადად კარდიოლოგიური ოპერაციები რთული ხასიათისაა... ვერ გევიგე?!!
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
27.03.2017
”მაგ დროს ვგრძნობ, როგორ მასუსტებს და მიჩერებს გულისცემას შენი სუნი...”
27.03.2017
კულტურათა გზაჯვარედინზე თავმოყრილი ყველა გემო, ტრადიცია და უამრავი რეცეპტი ერთ წიგნში
26.03.2017
ამ ტყუპის დედა მშობიარობას გადაჰყვა და დედინაცვალმა გაზარდა... - მანანა შარაბიძის საოცარი ისტორია
25.03.2017
„ტაძარში გამოჩნდა მეტიჩარა ქალი, რომელმაც იმდენად ცუდად მომცა შენიშვნა, რომ ცხარე ცრემლებით მატირა...“




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი