რა დაარქვეს მინისტრის ქალიშვილს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დედა გახდა. წულუკიანს დღეს გოგონა შეეძინა, რომელსაც მარიამი დაარქვეს.
წულუკიანისა და მისი მეუღლის, ნუგზარ კაკულიასთვის ეს პირველი შვილია.
იუსტიციის მინისტრი დეკრეტულ შვებულებაში რამდენიმე დღის წინ გავიდა. მომდევნო ორი თვის განმავლობაში მის მოვალეობას მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე შეასრულებს.