რატომ ოცნებობენ ადამიანები ცისფერ თვალებზე?
რატომ ოცნებობენ ადამიანები ცისფერ თვალებზე?
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს ტონი მორისონს, პირველივე რომანმა - "ყველაზე ცისფერი თვალი" აღიარება, სახელი და განსაკუთრებული კომერციული წარმატება მოუტანა. წიგნის მიმართ ინტერესი დღემდე არ ქრება. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში "ყველაზე ცისფერი თვალი" უზარმაზარი ტირაჟით გამოიცემა. პალიტრა L-ის თაოსნობით რომანი ქართულ ენაზეც ითარგმნა და წლის ბესტსელერის პროქეტის ფარგლებში გამოიცა.

"ყველაზე ცისფერი თვალი" მოგვითხრობს 11 წლის შავკანიან გოგონაზე, რომელიც ცისფერ თვალებზე ოცნებობს, ისეთზე, როგორიც მის თეთრკანიან და ქერა თანატოლებს აქვთ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ამერიკაში. მიაჩნია, რომ ცისფერი თვალებით უფრო იოლად გაუმკლავდება სასტიკ სინამდვილეს
- მოძალადე მამას, გაჭირვებისგან გულგაქვავებულ და თავმობეზრებულ დედას, დამცინავ და დაუნდობელ თანაკლასელებს... არავინ უწოდებს მახინჯს... მაგრამ ღმერთს არ ესმის მისი ვედრება, "უფლის შუაკაცმაც" მოატყუა - ცისფერ თვალებს დაჰპირდა და ბებერი, ავადმყოფი ძაღლი კი მოაწამვლინა. შეშლილი გოგონა ნუგეშს წარმოსახვით მეგობართან, არსებითად თავის მეორე "მესთან" ეძებს, რომელიც არწმუნებს, ნამდვილად ცისფერი თვალები გაქვსო...

"ეს ნაწარმოები, ტკივილით ისეა გამსჭვალული, რომ რომანი პოეზიად იქცა" - წერდა New York Times. "ყველაზე ცისფერი თვალი" უფაქიზესი წიგნია. იგი დასტირის ამქვეყნად მცხოვრებ ყველა ნაგვემ ბავშვს" - ვკითულობდით Daily Telegraph-ის ფურცლებზე. "ყველაზე ცისფერი თვალი" იკვლევს მიზეზებს, თუ რატომ ატანს მსოფლიო ქარს სილამაზეს. კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს შავი რასის სილამაზესთან, Mმისი გამმეტებელი კი არის ის კულტურული მანქანა, რომელიც, როგორც ჩანს, შესაძლებლობების ჩასაკლავად არის გამოგონილი" - იუწყებოდა Entertainment Weekly.
mshoblebi
თავად მწერლის თქმით: "რომანს საფუძვლად დაედო დიალოგი, რომელიც ერთხელ ბავშვობის მეგობართან მქონდა. სწავლა ახალი დაწყებული იყო, პირველ კლასში ვიყავით. უცებ ამ გოგონამ მითხრა, რომ ძალიან სურდა, ჰქონოდა ცისფერი თვალები. ერთბაშად წარმოვიდგინე იგი ცისფერი თვალებით და პირდაპირ შემზარა საკუთარი წარმოსახვის ნაყოფმა: ანუ იმან, თუ რას დაემსგავსებოდა ნატვრა რომ ასრულებოდა. მის ხმაში გაჟღერებული ნაღველი აშკარად სიბრალულისკენ მომიწოდებდა და მეც სახელდახელოდ მოვიფიქრე ყალბი სიბრალულის გამომხატველი სიტყვები, მაგრამ მისმა მკრეხელურმა მოსაზრებამ ისე აღმაშფოთა, რომ სიბრალულის ნაცვლად ძალიან გავუბრაზდი".

ტონი მორისონის მომავალ შემოქმედებაზე დიდი როლი ითამაშა იმ ისტორიებმა აფრო-ამერიკელთა ცხოვრებიდან, რომელსაც ხშირად უამბობდა მამა ბავშვობაში. მისი საგამომცემლო სფეროში მოღვაწეობის პერიოდში მწერლის რედაქტორობით არაერთი ცნობილი აფროამერიკელის (მაგ: მუჰამედ ალი, ანჟელა დევისი ებდრიუ იანგი) ავტობიოგრაფია გამოიცა წიგნად "რანდონ ჰაუსისთვის". 

მოღვაწეობის განმავლობაში ტონი მორისონმა მრავალი პრესტიჟული ჯილდო და პრემია დაიმსახურა, მათ შორის ნორმან მაილერის, ჯანეტ ჰაიდინგერ-კაფკას, ამერიკული წიგნის, პულიცერის, ჰელმერიხის, ენისფილდ-ვულფის წიგნის პრემიები. ასევე გადაეცა საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის წოდება და თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი.

86 წლის მწერალი დღესაც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. მონაწილეობს ფემინისტურ მოძრაობებში და სიტყვით გამოდის შავკანიანთა კონგრესებზე. მისი ნაწარმოები ითარგმნა იტალიურ, ფრანგულ, ნორვეგიულ, ქართულ, რუსულ, იაპონურ და სხვა ენებზე. მისი ცხოვრება და ბიოფრაფია კი არაერთი მონოგრაფიის საფუძვლად იქცა.
თინათინ შავლაძე
975
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
23.06.2017
ფრანგ მოდელს საყოფაცხოვრებო ნივთი აუფეთქდა - ის ვეღარ გადაარჩინეს
23.06.2017
ტელეწამყვანმა პირველად გამოაჩინა გაზრდილი შვილი
22.06.2017
კადრებში ჩანს, როგორ უწევენ პარტნიორობას ცეკვის დროს, მამები საკუთარ ქალიშვილებს (+ვიდეო)
22.06.2017
ბოლო დროს თვალის ექიმთან თუნდაც პროფილიაქტიკის მიზნით მისული ბავშვებიდან უსათვალოდ თითქმის არავინ ბრუნდება.
22.06.2017
შვილის გაჩენას ბედნიერებასთან ერთად უამრავი პრობლემა მოაქვს.
21.06.2017
ექიმები სერიოზული გართულებების თავიდან აცილებას ცდილობენ...
21.06.2017
ივლისის ბოლოს, ქ. ბათუმში, ცენტრალურ ქუჩაზე გაიხსნება “მპ დეველოპმენტის” მორიგი სავაჭრო ცენტრი, სადაც “კარფურის” სუპერმარკეტი იქნება წარმოდგენილი.




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი