”ძალიან სასწრაფო მიზეზის გამო ვყიდით...” როგორც იცით, მომღერალი ნინი წიკლაური ორსულად არის და უკვე რამდენიმე კვირაა ამერიკაში იმყოფება, სადაც აპირებს მშობიარობას. ამერიკაშივე გადაუხადეს მეგობრებმა წვეულება მას და მის მომავალ ბიჭუნას (იხილეთ სტატია და ფოტოები).
როგორც გაირკვა, ამერიკაში მყოფმა ნინიმ გადაწყვიტა, სანამ იმშობიარებს, თავისი საყვარელი მანქანა გაყიდოს. ამის შესახებ თავის გვერდზე დაწერა ”ფეისბუქზე” და მანქანის, წითელი ”მაზდას” ფოტოებიც დაურთო:
”მეგობრებო, სასწრაფოდ იყიდება ჩემი ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მოვლილი, სუფთა და ძალიან გამართული, ლამაზი მანქანა. გთხოვთ გააზიაროთ პოსტი და მომეხმაროთ, ძალიან სასწრაფო მიზეზის გამო ვყიდით... მადლობა წინასწარ”.