”დიდი მადლობა ყველას, სამძიმარის გაზიარებისთვის...” რამდენიმე დღის წინ ეკა კვალიაშვილს დედა გარდაეცვალა, ნუკას კი - საყვარელი ბებია. ამის შესახებ ნუკამ და ეკამ ფეისბუქზე დაწერეს და საყვარელი ქალბატონის ფოტოც გაავრცელეს.
რასაკვირველია, ფოტოს უამრავი სამძიმრის კომენტარი მოჰყვა. ვინც იცნობდა ქალბატონ მზიას, ის განსაკუთრებულად წუხდა მის გამო:
”ეკა, შენ ყველაფერს აკეთებდი იმისთვის, რომ შენი დედიკო კარგად ყოფილიყო... ეს ღამე თეთრად გაათენე, წუხდი, რომ მძიმედ იყო და შორიდან ვერაფრით შველოდი... არაფერი დაგიკლიათ მისთვის, ბედნიერ დედად, ბებიად მყოფი გარდაიცვალა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული, აცხონოს უფალმა...”
ნუკა კვალიაშვილმა მამა გამოაჩინა
”მზიანა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. უზომოდ მიყვარდა. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. დაკრძალვის შესახებ ალბათ გავიგებთ...”
ეკა კვალიაშვილმა მას მერე, რაც დედა დაკრძალა, მეგობრებს, გულშემატკივრებს და თაყვანისმცემლებს ფეისბუქითაც გადაუხადა მადლობა მისი წუხილის გაზიარებისთვის:
”დიდი მადლობა ყველას, სამძიმარის გაზიარებისთვის, მადლობა ყურადღებისთვის, დაფასებისთცის, ღმერთმა ბედნიერები და ჯანმრთელები გამყოფოთ”.
ჩვენც ვუსამძიმრებთ მათ ოჯახს ამ ულამაზესი ქალბატონის გარდაცვალების გამო.