მშობლები გაოგნდნენ, როცა ჩანაწერი ნახეს - აი, როგორ ერთობოდნენ პატარები ღამეების განმავლობაში (+ვიდეო) ეს 2 წლის ტყუპი ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. ამერიკელმა ჯონათან და სიუზენ ბალკინებმა იუთუბზე ატვირთეს ვიდეო მათი ტყუპი ბიჭის საძინებლიდან. ვიდეოზე აღბეჭდილია, როგორ ერთობიან ღამით ენდრიუ და რაიანი. მშობლები ამბობენ, რომ მათ გამუდმებით ესმოდათ ბავშვების ოთახიდან "უცნაური ხმები და სიცილ-კისკისის" ხმები, ამიტომაც დააყენეს კამერა.
ვიდეოზე აღბეჭდილია, როგორ ძვრებიან ბავშვები საწოლებიდან და კარგად ერთობიან. სხვათა შორის, კომენტარებში ბევრმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ბავშვების უძილობის მიზეზი ის "მანათობელი ატრიბუტია", რომელიც მათ საწოლებზეა მიმაგრებული. და მშობლებს ურჩევენ, მოხსნან საწოლებს ეს ციმციმა.