მომღერალმა ამერიკაში იმშობიარა როგორც იცით, მომღერალი ნინი წიკლაური ორსულობის მერვე თვიდან ამერიკაში გაემგზავრა, სადაც აპირებდა კიდეც მშობიარობას. ბოლო პერიოდი მან იქ მეგობრებთან ერთად გაატარა, რომლებმაც იქაური ტრადიციით წვეულებაც მოუწყვეს ცოტა ხნის წინ მომავალ დედას და პატარას.
ნინიმ სოციალური ქსელით ამცნო თავის მეგობრებს, რომ წუხელ იმშობიარა და პატარა საბა მოევლინა ქვეყანას:
"23/03/2017
დაიბადა ჩვენი პირველი
საბა ტუღუში".
ვულოცავთ ნინის და ბედნიერ დედობას ვუსურვებთ.