პატარა მარიამი ადვოკატ დიანა მარტიაშვილის ნაბოლარა შვილი იყო ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას 9 წლის მარიამი ემსხვერპლა. გოგონა სადარბაზოში, 7 წლის დისშვილთან ერთად, თამაშობდა. ბავშვები მე-7 სართულზე იყვნენ, ამ დროს შენიშნეს ლიფტთან არსებული დიდი არე.
დამცავი ბადე დაზიანებული იყო და როგორც ჩანს, ბავშვმა იქ შეყო თავი. საუბედუროდ, ამ დროს ლიფტი მოძრაობდა, კაბინა ზევით ავიდა, მაგრამ გორგოლაჭი მარიამს თავში მოხვდა და მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
პატარა მარიამი ადვოკატ დიანა მარტიაშვილის ნაბოლარა შვილი იყო. ოჯახს საცხოვრებელი ახალი გამოცვლილი ჰქონდა, ახალ ბინაში 3 თვის წინ გადავიდნენ. დიანას მეგობრებს მომხდარზე საუბარი ძალიან უჭირთ: განაგრძეთ კითხვა