”მაგ დროს ვგრძნობ, როგორ მასუსტებს და მიჩერებს გულისცემას შენი სუნი...” ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ მომღერალი ნინი წიკლაური რამდენიმე დღის წინ დედა გახდა. ნინის და თემო ტუღუშის ბიჭი ამერიკაში დაიბადა. წყვილმა პატარას საბა დაარქვა.
უკვე დღეს, დედის ამპლუაში მყოფი ნინი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე შვილს პოსტს უძღვნის:
„შენით დავიწყე სუნთქვა, დეე...
არ არსებობს სიყვარული, რომლის ახსნასაც შევძლებ, თუ როგორ მიყვარხარ... ყველაზე უძლური ვარ, როცა ვდგავარ და გიყურებ, როგორ სუნთქავ, როგორ იღიმი, როგორ გვიყურებ ხან მე და ხან თემოს, მაგ დროს ვგრძნობ, როგორ მასუსტებს და მიჩერებს გულისცემას შენი სუნი... სიგიჟეა, რაზეც ახლა ვსაუბრობ და რაზეც ამდენი ხანი წარმოდგენა არ მქონდა... შენ ყველაზე მეტი ხარ ამ სამყაროში, რადგან ღმერთმა ყველაზე მეტი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გაიმეტა შენი სახით... მიყვარხარ საბ...“
თეკლა ჟვანია