"მეამაყება ჩემი მეუღლე, შვილები და ოჯახი..." ''იქს ფაქტორის'' ჟიურის ახალი წევრი შეემატა. ლელა წურწუმიამ ჟიურიში ნიკა გვარამიას ადგილი დაიკავა. საზოგადოებაში ამ მოვლენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
"ვაიმეე, რა მაგარი ჟიურია, ბრავოო თქვენ", "ყველაზე კარგი ჟიურია. ძალიან სწორი არჩევანია ლელა ჟიურიში...", "უკეთესს ველოდი, ნიკას გარეშე ვერ წარმომიდგენია", - წერენ სოციალურ ქსელში.
თავად ლელას მეუღლე, კახი მამულაშვილი მოხიბლულია ამ სიახლით.
"ჯერ გადაცემა არ მინახავს, მაგრამ მომწონს ის ფაქტი, რომ ჩემი მეუღლე ჟიურის წევრია. იმედია, საინტერესო იქნება", - თქვა "მამულიჩამ". ის ამაყობს მეუღლით.
ჩვენ კახი მამულაშვილს რამდენიმე ბლიც-შეკითხვა დავუსვით:
სახელი და გვარი: კახი მამულაშვილი.
ზედმეტსახელი: მამულიჩა
ჰოროსკოპი: კურო
საყვარელი კერძი: შემწვარი კარტოფილი ოჯახურად, არავითარი ფრი და მაიმუნობები.
საყვარელი დესერტი: ტირამისუ და რძიანი შოკოლადები.
სამი სურვილის ჩაფიქრება რომ შემეძლოს: ბედნიერ ქვეყანასა და ბედნიერ ხალხში ცხოვრებას ვისურვებდი, მინდა, მშვიდობა იყოს მუდამ. განაგრძეთ კითხვა