"როცა მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ მეორე შვილიც გვინდოდა..." "ჩემი ცოლის დაქალების" ვარსკვლავი, მსახიობი ანი ტყებუჩავა სერიალში მეხუთე შვილზეა ორსულად. ამ ამბის გაგებიდან მაყურებლებმა დაიწყეს მკითხაობა, სინამდვილეშიც არის თუ არა მსახიობი ორსულად - როგორც იცით, მას ჯერჯერობით ერთი ქალიშვილი ჰყავს, 3 წლის ნენე. ანი აქამდე არ აკეთებდა ამ ფაქტზე კომენტარს, თუმცაღა მუცელი ხანდახან ეტყობოდა და ბევრი ეჭვობდა, რომ ანი სინამდვილეშიც იყო ორსულად.
ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ანიმ დაადასტურა, რომ ნამდვილად ფეხმძიმედაა და მეორე ქალიშვილს ელოდება. ისიც აღნიშნა, რომ გადამღებ ჯგუფსა და სცენარისტებს პირველ რიგში გაუმხილა ამ ოჯახური გადაწყვეტილების შესახებ: "როცა ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებას გეგმავ, როგორიც ორსულობაა, რა თქმა უნდა, გუნდთან რაღაცები უნდა შეათანხმო. როცა მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ მეორე შვილიც გვინდოდა, სეზონის დამთავრების შემდეგ პროდიუსერ ირაკლი საღინაძეს ვუთხარი, ასეთი გეგმა მაქვს და რამდენად შეიძლება, ნინაც ორსულად იყოს-მეთქი. არ არის პრობლემაო, მიპასუხა. მასაც და ქეთი დევდარიანსაც ძალიან გაუხარდათ''.
ასე რომ, ნინა რეალურ ცხოვრებაში მეორე შვილის დედა გახდება.