ირინა სარიშვილმა ტყუპი გოგონას ფოტო გამოაქვეყნა იმისა შესახებ, რომ ირინა სარიშვილმა ტყუპი გოგონა იშვილა, ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის (იხილეთ სტატია). დღეს ქალბატონმა ირინამ ტყუპი გოგონას ფოტო გამოაქვეყნა და მათი აღზრდის პირველ სიხარულსა და სირთულეებზე უამბო საზოგადოებას, უკვე როგორც ხუთი შვილის დედამ.
"ძინავთ ტყუპებს...
სახლში მზეა..."
"შემორბენით ვარ...
ესე იგი გადამრიეს... დღეს ერთი რო იძინებს, მეორე იღვიძებს და ვაჭმევ, მერე ვინელებთ და ვბან, მერე ვაძინებ, ამასობაში მეორე იღვიძებს ზუსტად ჭამის დროს, ვჭამთ, ვინელებთ და ვბანაობთ და ასეა ყოველ 3 საათში ერთხელ...
ჰოდა რა მინდოდა მეთქვა – გქონიათ ალბათ ყველას ცხოვრებაში ის მომენტი, რაღაც მაგარ სიზმარს რომ ხედავთ, მერე იღვიძებთ და თურმე სიზმარია. ერთხელ მოვახერხე ჭამებს შორის ჩაძინება და რომ გამეღვიძა, სანამ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი სიზმარი არაა და ცხადშია, გული კინაღამ გამისკდა... აბა, შემდეგ შემორბენამდე".
"წინ წავედით... პირველი აღი ვთქვით უკვე..."