"შენ ხარ ჩემი ზღაპარი ქცეული რეალობად!" - თათია შარანგიამ საყვარელ ქმარს პიანისტი თათია შარანგია წლების წინ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა არა მხოლოდ ნიჭიერების გამო, არამედ იმიტომაც, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ოჯახში აღმოჩნდა. ის ლაშა შევარდნაძის მეუღლე გახლდათ - ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილის.
პირველ ქმართან ორი შვილი გაუჩნდა, რომელთაგან ერთს დიდი ბაბუის სახელიც დაარქვა...
თუმცა წყვილი საბოლოოდ ერთმანეთს დაშორდა და წლების წინ თათია მეორედ გათხოვდა - ამერიკაში მან მეორე სიყვარული იპოვა. ქართველი ბიზნესმენი სანდრო შელია. წყვილს ბედნიერი ოჯახი აქვს და ხშირად აღნიშნავენ, რომ ერთად თავს კარგად გრძნობენ.
თათიამ საყვარელ ქმარს ფეისბუქით ასეთი სასიყვარულო პოსტი მიუძღვნა:
"სანდრო, იცი, როცა ცოლად მოგვყვებოდი, მეგონა, არ არსებობდა ამაზე დიდი სიყვარული.... როცა ფრენის მეშინოდა, მაგრამ ოკეანეს ვუფრენდი შენთვის... როცა ჩემთვის და ბიჭებისთვის საქართველოში გადმოხვედი.... მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ყველაზე მეტად ეხლა მიყვარხარ, 5 წლის შემდეგ... მივხვდი, რომ დრომ შენი თავი უფრო დამაფასებინა, უფრო გამაცნო, უფრო დამაახლოვა, უფრო ერთ მთლიანობად გვაქცია.... გავიარეთ და
ჩავაბარეთ ყველა გამოცდა, რასაც ცხოვრება ასე ინტრიგნულად გვესროდა ხოლმე -შესამოწმებლად (ნეტა რა ეგონა?! :). მოვიარეთ ბევრი ლამაზი ქვეყანა! ვისეირნეთ, გავეცანით სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, ბევრი შევქმენით! მე მგონია, რომ შენ ჩემში იპოვე ადამიანი და ის უკეთესად აქციე!!! მადლობა ყველაფრისთვის!!! ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის, მეგობრობისთვის, საუკეთესო პარტნიორობისთვის, ბიჭების უზომო სიყვარულისთვის, დიდსულოვნებისთვის!!!!! ჩუმი სიკეთისთვის! პატიებისთვის, მოთმინებისთვის! რწმენისთვის!!!! მადლობა მუდმივად შესრულებული პირობებისთვის! მადლობა, რომ დღესაც შენს თვალებში იმას ვხედავ, რასაც იმ დღეს, როცა სვეტიცხოველში დავიწერეთ ჯვარი!!!! შენს გვერდით ყველაზე ძლიერი ვარ და არასოდეს ვარ მარტო! შენ ხარ ჩემი ზღაპარი ქცეული რეალობად!
ჩვენ შენ ყველაზე მეტად გვიყვარხარ!!!!"
თეკლა ჟვანია