ქალი ადგილზე გაქვავდა, რომ გოგონას არ ემოძრავა და გველი არ გამოეწვია ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში ქალი თავის ორი წლის შვილს უღებდა ფოტოს, როცა დაინახა, რომ გოგონას სიახლოვეს უშველებელი გველი მისრიალებდა. ბიანკა დიკენსონის თქმით, როცა დაინახა, რომ მის ქალიშვილ მოლის საფრთხე ემუქრებოდა, ადგილზე გაქვავდა. ეცადა, დიდი ამბავი არ აეტეხა, რომ გოგონა არ დაეფრთხო და არ ამოძრავებულიყო, რომ გველი არ გამოეწვია.
როცა გველი გასრიალდა და თვალს მიეფარა, დედამ შვებით ამოისუნთქა და გოგონა უცებ გაიყვანა იმ ადგილიდან. როცა გადაღებულ ფოტოებს უყურებს, ქალი ახლაც შოკშია. "ახლაც კი ამ კადრის ყურებისას გულის შეტევამდე მივდივარ", - ამბობს ბავშვის დედა.