"ჩემი მეოცნებე ლაღი და თბილი დედიკო. ხალხო, როგორ მტკივა..." ალბათ ჩვენს მკითხველს ახსოვს მომღერალ მიშო სულუხიას დედის ავადმყოფობის ამბავი. რთული ნეიროქირურგიული ოპერაციის გასაკეთებლად მომღერლები გაერთიანდნენ და თანხის მოგროვებაში დაეხმარნენ. შვილმა დედა თურქეთში საოპერაციოდ რამდენიმე დღის წინ წაიყვანა. თურქეთიდან მიშო ფეისბუქზე დედის ჯანმრთელობის შესახებ დამაიმედებელ სტატუსს წერდა:
„სტამბულში ვართ:
ჩემს მეგობარს დაესიზმრა კომაში მყოფი დედაჩემი და სთხოვა, ილოცეთ ჩემთვისო, ყველამ ერთად დავიწყეთ ლოცვა. დღეს სხვა სურათია. სიცხემ დაიწია 4 გრადუსით, და ინფექცამ ალაგება დაიწყო. ღმერთი არსებობს!!!
არც აქამდე მეპარებოდა ეჭვი, მაგრამ ახლა უფრო ნათლად ვხედავ...
ვიცი, რომ გულით ხართ ჩემთან და კიდევ ერთხელ გიხდით ყველას მადლობას თანადგომისთვის...“
დღეს კი სამწუხარო ამბავი გახდა ცნობილი, მიშოს დედა გარდაიცვალა.. მომღერალი დედას შემდეგი სიტყვებით ემშვიდობება:
„ჩემი მეოცნებე ლაღი და თბილი დედიკო. ხალხო, როგორ მტკივა. დეე, მაპატიე ამჯერად ვერ გიშველე...“
თეკლა ჟვანია