ბავშვის აღზრდის პროცესში არაერთი სერიოზული და წვრილმანი გადაწყვეტილების მიღება გიწევთ. იყო მშობელი, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც მოიცავს ვალდებულებებს და სწორი არჩევანის გაკეთებისა და უამრავი დეტალის აუცილებლობას.
ბავშვის აღზრდის პროცესში არაერთი სერიოზული და წვრილმანი გადაწყვეტილების მიღება გიწევთ.
საჭიროა სტრატეგიის სწორად შერჩევა და შვილისთვის განვითარების სწორი გზის გაკვალვა.
ეს საკმაოდ რთული საქმე გახლავთ, რომელსაც შედარებით ამარტივებს თეორიული ცოდნა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი და შესაბამისად ბავშვიც ინდივიდუალურია, მაინც ეფექტური გახლავთ გამოცდილი ადამიანების რჩევების გათვალისწინება.
სწორედ ამიტომ, დღეს Vivus.ge-ს ბლოგი რამდენიმე სასარგებლო რჩევას მოგცემთ იმის შესახებ თუ როგორ უნდა შევხვდეთ ბავშვთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
სანამ რჩევებს გაეცნობით, შეგახსენებთ, რომ მცირე ფინანსური პრობლემის არსებობის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტ სესხის აღება.
ონლაინ სესხები საქართველოში არაერთი კომპანიის მიერ გაიცემა, თუმცა მათ შორის საუკეთესო ალტერნატივა გახლავთ vivus 4finance, რადგან vivus-სგან მიკროსაფინანსო სესხები შეგიძლიათ მიიღოთ სწრაფად და მარტივად, სულ რაღაც 5,4%-ში.
გახსოვდეთ, 650 ლარამდე მინი კრედიტების მისაღებად, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ vivus ge-ს ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან.
რაც შეეხება ბავშვის აღზრდის პროცესში გასათვალისწინებელ რჩევებს, პირველ რიგში გიამბობთ იმის შესახებ თუ როგორ უნდა ასწავლოთ თქვენს პატარას სიარული.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, თქვენი პატარა ინდივიდუალურია. ნუ დაეყრდნობით პედიატრების სტატისტიკას და ნუ ეცდებით ბავშვის მიერ პირველი ბაბიჯების გადადგმის წინასწარ დაგეგმვმას.
რა თქმა უნდა, არსებობს სტანდარტები, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ თქვენმა შვილმა ზუსტად იმ ასაკში დაიწყოს სიარული, რომელ ასაკშიც ამას ბავშვების უმეტესობა აკეთებს.
რეალობა ასეთია, არ არსებობს სიარულის დაწყების ოპტიმალური ასაკი. ბავშვი ამას მაშინ გააკეთებს, როცა მისი სხეული მზად იქნება.
თქვენი შვილისთვის პირველი ნაბიჯების გადადგმის ხელშეწყობისა და პროცესის სწორი და უსაფრთხო დაწყებისა და განვითარებისთვის, საჭიროა აკონტროლოთ მისი კუნთები.
პატარას სხეულის კუნთები არ უნდა იყოს არც მოდუნებული და არც ზედმეტად დატვირთული. მათი მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ სპეციალისტს.
არსებობს ვარჯიშები, რომელთა საშუალებითაც თქვენი შვილის სხეულს კუნთების განვითარებაში დაეხმარებით.
დაბადებიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ, უკვე შეგიძლიათ დაიწყოს პატარას მომზადება ფიზიკური აქტივობებისთვის. ამისათვის საჭიროა, დღეში მინიმუმ 10 წუთით, ბავშვი მუცელზე დააწვინოთ.
ორიდან 6 თვემდე ასაკის პატარებს შეგიძლიათ ოდნავ გაურთულოთ ვარჯიში. დაიჭირეთ სათამაშო მის სახესთან, მერე კი გადაადგილეთ ისე, რომ ბავშვმა მზერა და ხელი გააყოლოს. კიდურების მოძრაობა კარგია თქენი პატარას ზურგის კუნთების განვითარებისთვის.
ოთხიდან 6 თვემდე ასაკში, ბავშვი სწავლობს ჯდომას. სასურველია მას გარშემო სათამაშოები ეწყოს, რათა ინტერესის საგნებმა მისი მოძრაობის სტიმულირება მოახდინოს.
როდესაც დარწმუნდებით, რომ თქვენი პატარას კუნთები წესრიგშია, შეგიძლიათ ვარჯიშები გაურთულოთ და სპეციალისტის მიერ, სპეციალურად თქვენი შვილისთვის რეკომენდირებული აქტივობები დაგეგმოთ.
როდესაც თქვენი პატარა თამამად ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს, სასურველია ავეჯს შორის მისი მუხლების სიმაღლეზე გააბათ ძაფები, ჩაკიდოთ ბავშვს ხელი და ძაფებზე ფეხის გადაბიჯების საშუალებით, ასწავლოთ მას მუხლების მაღლა აწევა.
ბავშვის მიერ პირველი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, სასურველია დაიცვათ სიფრთხილის გარკვეული ზომები.
პატარას ტრამვებისგან დაცვის მიზნით, დაფარეთ ავეჯის კუთხეები რბილი მასით.
გადააფარეთ სპეციალური საფარი ყველა დენცქვიტას (შტეფცელს).
საგულდაგულოთ შეინახეთ ქიმიური ელემენტების შემცველი ნივთიერებები, მათ შორის კოსმეტიკაც. ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას გადაიტანეთ ტექნიკა, მძიმე და ადვილად მტვრევადი ნივთები.
დაივიწყეთ მაგიდის გადასაფარებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვმა შესაძლოა მასთან ერთად გადმოაგდოს მაგიდიდან ყველაფერი რაც მასზე დევს.
მეორე მნიშვნელოვანი ქმედება, რომლის შესახებაც ამ სტატიაში გიამბობთ, გახლავთ საუბარი, უფრო კონკრეტულად კი როგორ ვასწავლოთ ბავშვს ლაპარაკი სწორად?
სპეციალისტები გვირჩევენ:
გამუდმებით ვისაუბროთ ბავშვთან. შესაძლოა მას არ ესმის ჩვენი სიტყვები, მაგრამ გრძნობს ემოციებსა და ხასიათს. უამბეთ მას ყველაფერი რასაც აკეთებთ, იქნება ეს სეირნობა, ჭამა, ტანსაცმლის გამოცვლა, ბანაობა თუ სხვა რაიმე სახის ქმედება.
დაეხმარეთ ხმოვნების ათვისებაში. მაგალითად, თუ თქვენი პატარა გამუდმებით იმეორებს "დუ დუ დუ" უპასუხეთ მას "და და და" "დო დო დო" და ა.შ.
ბავშვთან საუბრისას, მოერიდეთ ჟესტების ენას. ამით თქვენ მას საუბრის უფრო სწრაფად დაწყებისკენ უბიძგებთ და დაეხმარებით. აუხსენით ყველაფერი სიტყვიერად, სთხოვეთ თქვენი ნათქვამის გამეორება და მშვიდად გაუსწორეთ შეცდომები.
გამოეცით ცხოველების ხმები და თან აუხსენით პატარას თუ რომელი ცხოველი რომელ ხმას გამოსცემს. თქვენს მიერ, უჩვეულო და სახალისო ხმების გამოცემა ბავშვს ინტერესს გაუღვივებს და ცხოველების სახელების დამახსოვრებაში დაეხმარება.
მოუყევით პატარას ლექსები. რიტმული და მარტივად დასამახსოვრებელი ლექსები ბავშვს სიტყვების გამეორების სურვილს უჩენს.
მცდარია მოსაზრება თითქმოს ე.წ. ენის მოჩლექა ბავშვისთვის მეტყველების უნარის განვითარებას უწყობს ხელს. სპეციალისტთა აზრით, მშობელი შვილს გამართული ენითა და სწორად წარმოთქმული სიტყვებით უნდა ესაუბროს. ეს არ ნიშნავს პატარასთვის მისი გამოგონილი სიტყვების აკრძალვას, უბრალოდ ნუ გადმოიტანთ მათ თქვენს ლექსიკაში.
წაუკითხეთ ზღაპრები, ანდაზები, დაათვალიერებინეთ საბავშვო ნახატები და უამბეთ სურათზე ასახული ყოველი დეტალის შესახებ სიტყვიერად.
თხრობისას ნუ ჩაანაცვლებთ რთულ სიტყვებს მარტივი და თქვენი პატარასთვის ნაცნობი სიტყვებით. ეცადეთ იყოთ მრავალფეროვანი. მაგალითად: თუ თქვენი მონათხრობი საშუალებას გაძლევთ ცალ-ცალკე გაიმეორეთ შლიაპაც, კეპიც და ქუდის სხვა სახეობებიც, იმის ნაცვლად, რომ ყოველ წინადადებაში მათი კრებითი სახელი ქუდი გამოიყენოთ გაიმეორეთ ქუდის კონკრეტული ტიპის სახეწლოდება.
ასწავლეთ პატარას ლექსები, ანდაზები და მარტივი ენის გასატეხები.
მოარიდეთ ბავშვს ელექტრონული სათამაშოები. არჩევანი შეაჩერეთ მარტივ სათამაშოებზე, ისეთებზე როგორიცაა კუბიკები, პირამიდები და სხვა მარტივი კონსტრუქციები. ასეთი ტიპის სათამაშოები ბავშვის ფანტაზიის განვითარებასა და აქტიური ქმედებებისადმი ინტერესის გაღვივებას შეუწყობს ხელს.
ხშირად წამოიწყეთ ბავშვთან დიალოგი, დაუსვით შეკითხვები და ეცადეთ გაუჩინოთ საუბრის სურვილი.
სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამეტყველო აპარატის განვითარებას ხელს უწყობს მუსკაც. ამიტომ რეკომენდირებულია ბავშვს უმღეროთ და მასაც გაუჩინოთ სიმღერის სურვილი. აიყოლიეთ მარტივი მელოდიისა და სიტყვების სიმღერაში.
სხვათაშორის, მუსიკა ბავშვის განვითარების სხვა ასპექტებშის სასარგებლოა. მეტყველების უნარზე დადებითი გავლენის პარალელურად ის კარგ ზემოქმედებას ახდენს ნერვულ სისტემისთვისაც.
აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერთა ნაწილის აზრით, ბავშვისთვის მეტველების უნარის სწრაფად განვითარებას ხელს უშლის საწოვარა. რამდენიმე კვლევის შედეგების თანახმად, საწოვარას მოყვარული პატარები საუბარს თავის თანატოლებზე უფრო გვიან იწყებენ.
გარდა ამისა, მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პატარას მშობლის საუბარი მუცლადყოფინასაც ესმის. ამიტომ ისინი რეკომენდაციას უწევენ ბავშვთან საუბრის დაწყებას მის დაბადებამდე.
R