"ეს თქვა ლუკამ და ვხედავთ, რომ ბარბარემ მშვიდად დახუჭა თვალები და დაიძინა..." ირინა სარიშვილის მიერ ტყუპი გოგონას შვილად აყვანის შესახებ ჩვენმა მკითხველმა იცის (იხილეთ სტატია). მას მერე ქალბატონი ირინა ხშირად დებს ფეისბუქზე ბავშვების აღზრდის და განვითარების შესახებ თავის შთაბეჭდილებებს. ამჯერად ტყუპის ფენომენს შეეჩეხა და ამის შესახებ უამბო საზოგადოებას:
"ცოტა მძიმე ღამე გვქონდა. მარიამი გულის პრობლემების გამო სასწრაფოდ წავიყვანეთ ექიმთან. ბარბარე სახლში დარჩა ლუკასთან – ჩემს უფროს ბიჭთან ერთად. როცა დავბრუნდით, ლუკამ მითხრა, ხმას არ იღებს, ნაჭამია, არაფერი არ აწუხებს, არც ტირის მაგრამ არ იძინებსო. ეს თქვა ლუკამ და ვხედავთ, რომ ბარბარემ მშვიდად დახუჭა თვალები და დაიძინა. მარიამს ელოდებოდა.
ტყუპები".