5 გოგონას, რომლებიც დედამ მიატოვა, მამა უვლის
5 გოგონას, რომლებიც დედამ მიატოვა, მამა უვლის
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რას გრძნობენ ბავშვები, რომლებიც დედამ მიატოვა? ქალმა, რომელმაც მათ სიცოცხლე აჩუქა... ის წავიდა, გაუფრთხილებლად და 5 პატარა გოგონა დატოვა. პატარა ნინო მხოლოდ 3 თვისა იყო, უფროსი მონიკა კი რვა წლის!

ბავშვები ამ დღის დავიწყებას ცდილობენ, ისინი საერთოდ არ საუბრობენ დედაზე, პატარა ნინომ კი საერთოდ არ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა.

მას შემდეგ, რაც დედა სახლიდან წავიდა, მამლუქმა სამსახურს თავი დაანება და შვილებზე ზრუნვა დაიწყო. ის ალაგებს სახლს, რეცხავს, ამზადებს საჭმელს... მან
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნაწნავების დაწნაც კი ისწავლა. ის ცდილობს ორმაგი სითბო და
სიყვარული აჩუქოს ბავშვებს, რომ მათ რაც შეიძლება ნაკლებად იფიქრონ დედაზე. მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის გამო, გოგონები სულ მოწყენილები არიან, თანატოლებთანაც კი უჭირთ კონტაქტი.

უფროსი გოგონები 11 წლის მონიკა, 9 წლის მარიამი და 7 წლის თამარი სკოლაში დადიან და კარგად სწავლობენ. პატარა თეკლა და ნინო კი ფეხსაცმლის არქონის გამო საბავშვო ბაღს ხშირად აცდენენ.
mshoblebi
მამა ვერ მუშაობს, ოჯახი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. სოციალური შემწეობა დაახლოებით 2 ლარი დღეში ადამიანზე, პურის საყიდლადაც კი არაა საკმარისი.

„მეზობლები რომ არ ყოფილიყვნენ, ბავშვები შიმშილით დამეხოცებოდნენ“ – ამბობს მამლუქი.

კორპუსში პირველ სართულზე ცხოვრობენ სადაც ნესტისაგან კედლებზე შავი ობია მოდებული. მაგრამ მიუხედავად მძიმე საცხოვრებელი პირობებისა, მამა ცდილობს სახლში სისუფთავე და სიმყუდროვე შეინარჩუნოს, ბავშვებს სუფთად და ლამაზად ჩააცვას...

შეხედეთ ფოტოებს! ჩახედეთ ამ პატარებს თვალებში და თქვენს გულს დაუგდეთ ყური...

ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ მათ მხარში დავუდგეთ და დავეხმაროთ დედის გარეშე დარჩენილ პატარებს, საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილ ოჯახს და თავგანწირულ მამას.

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას მახარობლიძეების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად. ბავშვებს საკვები, ჰიგიენური საშუალებები, სასკოლო ნივთები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სჭირდებათ.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე:
GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მახარობლიძეების ოჯახი)

მართალია ამ პატარებს დედას ვერ დავუბრუნებთ, მაგრამ იმაში მაინც დავარწმუნებთ, რომ მარტოები არ არიან!
წყარო
24145
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (10)
21:20 / 22-04-2017
ლიკო
რა არი ახლა ეს, სტატია სტატიისთვის? რამდენი ვიხვეწოტ, ტელეფონი შეგვატყობინეთო, ხომ ხედავთ, დახმარების მსურველები გამოჩნდნენ და რატომ არ უწყობთ ხელს? მაგრად გკიდიათ სხვისი ჭირი!!!
21:06 / 22-04-2017
მირა
ტელეფონის ნომერი დაწერეთ...ფულის გარდა საჭირო ნივთებიც გამოადგებათ
08:21 / 22-04-2017
giorgi
რამდენია კიდევ ასეთი საჯიშე ქართული ოჯახი ასეთ დღეში.. ასე უწყალოდ ნადგურდება გენოფონდი. ამ საცოდავ ქვეყანაში 3 მლნ ადამიანს ვერ უნდა მიეხედოს, ჩინეთის ერთი ხეობა იტევს ამდენს.. ნუთუ ასე ძნელია ეკონომიკის ელემენტარული გაჯანსაღება "ერთი თვალის გადავლება" მიწის პატრონი ქვეყნისთვის??
21:56 / 21-04-2017
დახმარების მსურველებს
რა ანგარიშიც ეწერა ორგანიზაციას, ის წერია აქაც. ტელეფონის ნომერუ არ გვაქვს, ვიცით მხოლოდ, რომ წყალტუბოში ცხოვრობენ. მათ აკა სინჯიკაშვილიც ეხმარება და მის ანგარიშსაც გთავაზობთ: საქართველოს ბანკი GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი თიბისი ბანკი GE90TB7603845061100016 აკაკი სინჯიკაშვილი თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"
18:09 / 21-04-2017
nana
არ გინდათ თუ რაარი დახმარება,დაწერეთ მონაცემები.მარტო სტატიით მთავრდება დახმარება?
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
28.05.2017
ნიკუშა კანდელაკმა ნიკ უესტს კონცერტზე სთხოვა ხელი (+ვიდეო)
28.05.2017
მას ახლა ხალხის თანადგომა სჭირდება...
25.05.2017
ფეისბუქი მოიცვა ფოტოებმა, რომლებზეც სინამდვილეში სულაც არ ყოფილან ასახული ირანის შაჰის ცოლები
25.05.2017
გაფითრებული, სიფრიფანა გოგონა სასამართლო დარბაზში ბადრაგის თანამშრომელმა ხელკავით შემოიყვანა
25.05.2017
უკვე მესამე წელია პატარებს დედა ენატრებათ და იშვიათად ხედავენ და მისი აუტანელი ტკივილების გამო, პალატაში შესვლას ვერ ბედავენ...




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი