ძლიერმა ქარმა თბილისსა და რუსთავში საკმაოდ ბევრი პრობლემა შექმნა ძლიერმა ქარმა თბილისსა და რუსთავში საკმაოდ ბევრი პრობლემა შექმნა. მობილიზებულია სამაშველო სამსახურები.
ქარმა სახურავები გადახადა შენობებს. გარდა ამისა, 8 წლის ბავშვი დაშავდა. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან აცნობეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. მოზარდს თავის არეში და სხვა ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.
ინტერპრესნიუსი