დღეს პატარა ზუკა უკვე დიდი კაცია და ოჯახს ქმნის ზუკა ხუციშვილმა თავი საზოგადოებას ძალიან პატარა ასაკში გააცნო და შეაყვარა... მას შემდეგ ქართველი მსმენელი ხშირად ინტერესდებოდა მისი საესტრადო თუ პირადი ცხოვრების დეტალებით.
დღეს ის პატარა ზუკა უკვე დიდი კაცია და ოჯახს ქმნის. მომღერლის რჩეული მისივე კლასელი ქეთუშა მანიაშვილი გახლავთ.
ზუკამ ქეთუშა მამის ნებართვის გარეშე დანიშნა, თუმცა გიოს ეს არ სწყენია. ხელი ფუნიკულიორზე სთხოვა, ქორწილს კი მცხეთაში ვარსკვლავების საყვარელ ერთ-ერთ რესტორანში იხდიან. რასაკვირველია, ზუკას და ქეთის ოჯახის წევრები ერთმანეთს იცნობენ და უკვე მეგობრული ურთიერთობაც ჩამოუყალიბდათ.
"ძალიან კარგი ხალხია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს წელი ასე დაიწყო", - ამბობს გიო ხუციშვილი მანიაშვილების ოჯახზე.
იხილეთ ასევე: როგორ საპატარძლო კაბებს იკერავენ ქართველი პატარძლები და რა აღარ არის მოდაში?
როგორც მოსალოდნელი იყო, ქორწილს არ აკლია ქართული ბომონდის წარმომდგენლები...
თეკლა ჟვანია