გარდაცვლილთაგან ოთხნი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ - და-ძმა იმედო და ნინიკო გოგმაჩაძეები ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა გუშინ, 22 აპრილს საღამოს საათებში მოხდა და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა 5 ადამიანი. ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ცნობილი ხდება რომ, გარდაცვლილთაგან ოთხნი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ - და-ძმა იმედო და ნინიკო გოგმაჩაძეები, მათი მამა ომარი გოგმაჩაძე და იმედო გოგმაჩაძის მეუღლე, დალი დოლიძე.
AMBEBI.GE გოგმაჩიძეების მეზობელს, ანზორ გუნთაიშვილს დაუკავშირდა:
- ომარ გოგმაჩაძის შვილი, 19 წლის ივერი გოგმაჩაძე სამი თვის წინ ჯარში გაიწვიეს, თბილისში მსახურობს, ოჯახს ამ პერიოდის მანძილზე არ ჰყავდა ვაჟი ნანახი, რადგან აქამდე ამის უფლებას სამხედრო სამსახური არ აძლევდა და გუშინ წავიდნენ მის სანახავად თბილისში. თბილისიდან ქობულეთში, სახლში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მოხდა ავარია, რომლის შედეგად ომარი, მისი ორი შვილი და რძალი დაიღუპა. ბებია, ომარის მეუღლე და 19 წლის ვაჟი დარჩა ამხელა ოჯახიდან. ომარის ცოლი თურქეთში იმყოფება სამუშაოდ. რძალი 7 თვის ორსული იყო, ბობოყვათში, სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობდა. ერთ თვეში დეკრეტში გასვლას აპირებდა, მაგრამ ამხელა სიხარულის მოლოდინი, ასეთი ტრაგედიით დასრულდა. ოჯახი განადგურდა. განაგრძეთ კითხვა