ფოტო მშობიარობის შემდეგ, რომელმაც ბევრი გააოცა როგორც იცით, ერთი თვის წინ ცნობილი რუსი მოდელი ირინა შეიკი დედა გახდა. მას და მის მეუღლეს - მსახიობ ბრედლი კუპერს ქალიშვილი გაუჩნდათ, რომლის სახელს დიდხანს ასაიდუმლოებდნენ. როგორც გაირკვა, გოგონას ლეა დე სენა დაარქვეს - საკმაოდ უჩვეულო სახელი.
ირინა მშობიარობის შემდეგ ძალიან მალე ჩადგა ფორმაში და ეს იმ ფოტომაც დაადასტურა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინსტაგრამზე - ბიკინებში ირინა ისეთივე ლამაზი და დახვეწილია, როგორც მშობიარობამდე.
თუმცა მიუხეავად ამისა, ირინა ჯერჯერობით მუშაობაზე უარს ამბობს, პოდიუმზე არ გამოდის და ბავშვს უვლის. პატარის გაზრდაში მას დედა ეხმარება, რადგან ბრედლის გადაღებები და დატვირთული გრაფიკი აქვს.