თიკასთან დაშორების შემდეგ ბექამ ცხოვრება ასირიელ ულამაზეს იანას დაუკავშირა ბექა ხოფერია, რომელიც მომღერალ თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმარი გახლავთ, მესამე გოგონას მამა გახდა.
თიკასთან დაშორების შემდეგ ბექამ ცხოვრება ასირიელ ულამაზეს იანას დაუკავშირა და მასთან ბედნიერად ცხოვრობს. მათ ოჯახს კიდევ ერთი ახალი წევრი, ანასტასია ხოფერია შეემატა.
" მესამე გოგოს მამა გავხდი!!!!! ანასტასია შემოგვემატა" - დაწერა გოგოების სამგზის მამამ.
ამ სასიამოვნო სიახლეს პოსტი ბებიამ, ბექას დედამ, ხათუნა ხოფერიამაც მიუძღვნა:
ხათუნა ხოფერია:
"ჩემი მე-6 შვილიშვილი, ანასტასია ხოფერია გაჩნდა!"
ძმისშვილის მოლოდინში მყოფმა რეზო ხოფერიამ კი პაპარაცობაც მოასწრო და ბებიობის მოლოდინში მყოფი დედა ფოტოზე შემდეგი წარწერით აღბეჭდა:
"მეექვსე შვილიშვილის მოლოდინში"
თეკლა ჟვანია