დინოზავრი პედაგოგები და მშობლები, რომლებიც საკუთარ შვილს არ ენდობიან... სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გუშინდელმა სერიამ საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სკოლის დირექტორი და მასწავლებლები, რომლებიც რეალობას არიან მოწყვეტილი და მთავარი პრობლემა - არ უყვართ ბავშვები და საკუთარი საქმე. მშობლები, რომლებსაც საკუთარი შვილის არ ესმით და არ ენდობიან. საზოგადოება, რომელიც ბრმად ყვება ენებს და ჭორებს... სერიას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ სერიალის აქტიური მაყურებლების რამდენიმე ყველაზე მწვავე კომენტარს:
"როგორ რეალობას ასახავდა, ამჟამინდელ საჯარო სკოლებში რა ხდება, საბჭოთა დროის გადმონაშთი დირექტორები, მასწავლებლები. მათი მხრიდან ბავშვის ჩაგვრა, დამცირება. მარაზმია! იქვე მოვკლავდი, ჩემს შვილს ასე ვინმე რომ მოექცეს..."
"ვუყურებ და ვხვდები, რომ სკოლაში ასეთი რაღაცეები რეალურად ხდება. ყველაზე მეტად რამაც გამაღიზიანა, ტასომ ჩაახეთქა ყველას, ბავშვებს ჰამბურგერები და ერთმა ბავშვმაც არ დაიცვა, როცა ფული დაიკარგა. აი, ასეთი ბავშვები იზრდებიან და 100 000 ნაწარმოები რომ ასწავლოს სკოლამ, ხალხს ვერაფერი შეცვლის... პირველი ჩასუნთქვიდან, იმ ჟანგბადიდან გვყვება ეგოიზმი, უმადურობა და ზიზღი."
"ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა არა მარტო აქ, არამედ ზოგადად საქართველოში. ერთ მხარეს არიან მოჭორავე, არაფრისმკეთებელი მასწავლებლები თავიანთი მოწიკვინე, არანორმალური, თანამდებობის მონა და ასევე არაფრისმკეთებელი დირექტორით, რომელსაც ამოსული აქვს ყელში დირექტორობა, მაგრამ მაინც არ მიდის სახლში. მეორე მხარეს კი ამ არანორმალური ხალხისგან დაჩაგრული ბავშვები. მნიშვნელოვანია, რამდენ თაობას უმახინჯებენ ყველაზე მნიშვნელოვან წლებს ასეთი "პედაგოგები". მადლობა "ჩცდ"-ს ამ საკითხის ასე მკაფიოდ წამოჭრისთვის".
"საშინელება! არ ვაპირებდი არაფრის დაწერას, მაგრამ ჩემი შემთხვევა გამახსენდა... ჩემმა კლასელმა სკოლის ფორმაზე გადაიცვა სპორტული ფორმა (გოგომ) და ტიროდა მთელ ხმაზე, კლასელებმა დამიმალესო... ამ დროს ფიზკულტურის გაკვეთილიდან მე შევედი კლასში პირველი, გამოსაცვლელად... და დამბრალდა მე. კინაღამ გული გამისკდა ნერვიულობით, შემზიზღდა სკოლა იმ დღიდან... ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემს ადგილას, იმას დაბრალდებოდა. დღის ბოლოს კი ეს გოგო სკოლის ეზოში წყალს სვამდა და ფორმა დავუნახე სპორტულის ქვეშ... რატომ მოაწყვე ეს ამბავი-თქო და აბა, სულ მე ხომ არ უნდა ვისჯებოდეო... თმებით ვითრიე, ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან, მაგრამ სინდისი არ მაწუხებდა. მამა დაიბარეს სკოლაში და მამამ განაცხადა, ჩემი შვილი არ მოიპარავდა ფორმასო და რახან ტყუილად ბრალი დასდეს, იმას კი ითრევდა თმებითო!"
"პედაგოგი, რომელიც საყვარელს თავის საკუთარი ფულით სიგარეტის ყიდვას სთხოვდა, რადგან თვითონ ძალიან მოკრძალებული იყო. და კიდევ ჰიპერტონიკი მასწავლებლები, რომლებიც გონზე არ არიან, თუ რა სიფრთხილით უნდა მოექცნენ ბავშვებს, რათა ფსიქიკა არ დაუზიანონ. მშვენიერი საბრალდებო დასკვნა დადეს. ეს ყველას პრობლემაა."
"მყეფარე, ყრუ და ბრმა სკოლის დირექტორი ყელში ამოსული პროფესიული მოვალეობებით და მასზე ამყოლი სამასწავლებლო ბრბო საბჭოური მანერებით. დღეს აღარ უნდა იყოს ასე! მოკლედ, "ჩცდ" დიდებული სარკეა დღევანდელი სოციალური მდგომარეობის!"
"აქ მარტო ის არ ჩანს, ბავშვს როგორ ექცევიან სკოლაში. მასწავლებლების დამოკიდებულება მშობლების მიმართ და ერთმანეთის მიმართ. არ მიკვირს, ამათი შვილი სხვას რას იზამდაო, ან კიდევ, გახსოვთ ერთმა მოსწავლემ მთლიანი ხელფასი მოიპარა და ამას გაუჭირდებოდაო?(ზუსტი ციტირება არა არის, მაგრამ დაახლოებით ასე მახსოვს). ასე ერთი შეხედვით გამოგვაქვს ადამიანებისთვის განაჩენი. ესეც ჩვენი სამწუხარო ნაკლია".
"სამწუხარო რეალობა... ტასოს მსგავსად ყველას არ შეუძლია ცილისწამებასთან დაპირისპირება. მახსოვს, მე-7 კლასში ფრანგულის მასწავლებელი შეგვეცვალა. საკონტროლო წერაში ფრიადი მივიღე. მაიძულებდა, მეღიარებინა, რომ გადავწერე. ღმერთია მოწამე, არასოდეს დამჭირვებია არც გადაწერა და არც არავისგან დახმარების მიღება. ისე დამთრგუნა, მოვიტყუე, გადავიწერე-მეთქი. ვეღარ გავუძელი მის ზეწოლას. ტასოს სიყოჩაღემ აღმაფრთოვანა".
"ერთი წამით წარმოვიდგინე, ჩემი შვილი (როცა მეყოლება) ასეთ სკოლაში რომ სწავლობდეს და ასეთი "სტაფი" რომ ჰყავდეს. ეს იყო დირექტორის პროვოკაცია, ეს იყო მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს სკოლა, როგორი არ უნდა იყოს სასწავლო ნაწილი და როგორ არ უნდა იჭორიკნონ პედაგოგებმა. ძაან ტეხავს, ძალიან ძაალიაან ტეხავს ის, რომ დღევანდელი სერია რეალობაა. სამწუხარო რეალობა.. და რა საშინელებაა, როდესაც მართალი ხარ, თუმცა ამ სიმართლეს ვერაფრით ამტკიცებ და კიდევ უფრო უარესია, როცა საკუთარი მშობლები ერთი წამითაც არ უშვებენ, რომ იქნებ და მართალია ბავშვი და არაფერი გაუკეთებია.
საინტერესო ეპიზოდი იყო, რომელიც ალბათ დააფიქრებს განათლების სამინისტროს, დააფიქრებს ამავე სფეროში მოღვაწე ადამინებს, დააფიქრებს მშობლებს. მე ჩვეულებრივი სტუდენტი მაგალითად ძალიან ჩამაფიქრა და კიდევ უფრო გამიმძაფრა პროტესტის გრძნობა და ის, რომ უმაგრესობაა, როცა იცი, რომ ბოლომდე მართალი ხარ. დიახაც, არც ბოდიში უნდა მოიხადო ამ დროს და დიახაც ყველა უნდა დაიკიდო ასაკის და ყველაფრის მიუხედავად.
ნეტავ მეტი ასეთი ტასო გვყავდეს და მეტი ასეთი ტასოსნაირი სიმართლეები გვესმოდეს..
და კიდევ. ამაზრზენი იყო დირექტორის როლი... და დღევანდელი საუკუნის სკოლებში, არ მესმის როგორ უნდა უწოდო გაუზრდელი ბავშვებს, როგორ უნდა დაუყვირო და როგორ ლანძღო სხვისი მშობელი. ყველამ თავისას მიხედოს.
მადლობა!"
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე {{ArticleSplitCont}}
"ზუსტად ასეთი საბჭოური მენტალიტეტია დღესაც საჯარო სკოლებში და მისი გადმონაშთი დინოზავრი მასწავლებლები. და ამათმა აღზრდილმა თაობამ უნდა ააშენოს ქვეყანა? ვაი ჩვენს პატრონს. ასეთი პრობლემა დგას სკოლებში და მინისტრი ამ დროს რას მიედმოედება".
"დღევანდელი სერიის აზრი: "გატუტუცებული უფროსი თაობა, რომელიც თვლის, რომ რადგან დიდია და თქვა ეს ასეაო, ე.ი. ასეა და მომდევნო თაობა ცუდია და თვითონ უკეთესია". (არ ეხება ყველა წინა თაობას)
"ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სერია იყო. გამიჭირდა ბოლომდე ყურება. ყვეელაზე მეტად დათოზე და ნინაზე დამწყდა გული. როგორ დაუშვეს საერთოდ, რომ ტასო ამას იზამდა?! თავშივე უნდა გამოერიცხათ და სკოლის დირექტორთან და მასწავლებლებთან მაგრად დამდგარიყვნენ. ტასო შემეცოდა ძალიან. მაგრამ ყოჩაღი გოგოა. ბოლოს კარგად უთხრა ჯეკოს, ბოდიში რომ მოვიხადო, კლასელებს მართლა ქურდი ვეგონებიო. ჭკვიანი. იმედია სიმართლე გაირკვევა".
"მიკვირს, მხოლოდ პედაგოგებს რომ განიკითხავთ. მახინჯი სისტემა გასაგებიაა და დასგმობია. მე პირადად მსგავსი დამოკიდებულება ჯერ არ შემხვედრია (მესამე შვილი დადის უკვე სკოლაში), მაგრამ მშობლების დამოკიდებულებაზე რას იტყვით? რომელი ჩვენგანი არ მოიქცეოდა ასე... ვინ დაუჯერებდა საკუთარ შვილს და არა პედაგოგს?! სალაპარაკოდ ადვილია. რეალობაში ვინ როგორ მოიქცევა საკუთარ თავს ჰკითხოს..."
"სკოლების უმრავლესობაში დღეს მსგავსი სიტუაციაა. მასწავლებლები ბოლო ხმაზე ყვირიან, ბავშვებს არ უსმენენ. არ აინტერესებთ, რას ფიქრობენ ისინი. თავი ყოველთვის მართლები ჰგონიათ. ფსიქოლოგურ ზეწოლას ახდენენ, ჩაგრავენ და არაადამიანურად ეპყრობიან. განსაკუთრებით დირექტორები. ერთი წამითაც არ იფიქრებენ, რომ შეიძლება თვითონ ცდებოდნენ".