მაკრონს 15 წლისას შეუყვარდა თავისი მასწავლებელი... მერე კი სამი შვილის დედა ბრიჯიტზე იქორწინა კიდეც... ბოლო მონაცემებით, საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გახდა - ახალგაზრდა, სიმპათიური ლიდერი. მაკრონი ყოფილი ბანკირია, პოლიტიკური მოძრაობა "წინ"-ის ლიდერი - სწორედ ამ პარტიის სახელით იყო წარდგენილი.
ემანუელ მაკრონი ნევროლოგიის უნივერსიტეტის პროფესორის და ექიმის ოჯახში დაიბადა. პარიზის უნივერსიტეტი დაამთავრა. კარგა ხანს იყო საინვესტიციო ბანკირი როტშილდის კომპანიაში და მაშინ ფინანსურ მოცარტსაც კი ეძახდნენ.
ყველაზე საინტერესო კი საზოგადოებისთვის მაკრონის ბიოგრაფიიდან, მისი ოჯახური ამბებია. ჯერ კიდევ 15 წლისას შეუყვარდა თავისი სკოლის მასწავლებელი, ფრანგულის პედაგოგი, მაშინ 39 წლის ბრიჯიტ ტრონიე, რომელიც მასზე 24 წლით არის უფროსი. რამდენიმე წელი დაიცადა. 17 წლისა სიყვარულში გამოუტყდა და შეჰპირდა, რომ მასზე იქორწინებდა, რაზეც ქალს გაეცინა... თუმცა 2006 წელს ბრიჯიტი 20-წლიანი ქორწინების შემდეგ ქმარს გაეყარა და 2007 წელს მათ იქორწინეს კიდეც. ამ სიყვარულზე საუბრობს კიდეც ხშირად: "ეს არის სიყვარული, რომელსაც ხშირად მალავენ და ბევრი ვერ იგებს". და ადასტურებს, რომ ძალიან უყვარს ბრიჯიტი, რომ ის მისი მეგობარია და როგორც პირველი ლედი, ძალიან დიდ როლს შეასრულებს საფრანგეთის ცხოვრებაში.
ბრიჯიტს წინა ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს და უკვე - შვილიშვილებიც, რომლებზეც თურმე მაკრონი ზრუნავს.