”სულ ვფიქრობდი, რომ მკაცრი დედა ვიქნებოდი. დედაჩემი მკაცრი იყო”, - ქეთა თოფურიას გულახდილი ინტერვიუა და ახალი ფოტოები ინსტაგრამიდან მუდამ აქტუალური ქეთა თოფურია რუსული მედიის ყურადღების ცენტრშია. ცოტა ხნის წინ გულახდილი ინტერვიუ ჩაწერეს ქეთას დედობაზე და იმაზე, თუ როგორ ზრდის შვილს. ოლივია სულ მალე 2 წლის გახდება და დედამ ცოტა ხნის ინსტაგრამი გაუხსნა, სადაც მის ახალ ფოტოებსა და ვიდეოებს დებს (იხილეთ ფოტოები ოლივიას პირადი ინსტაგრამიდან).
- ოლივია ძალიან გახსნილი, ჭკვიანი და კონტაქტური ბავშვია. გარეგნულად უფრო მამას ჰგავს, თუმცა ჩემს ბავშვობის ფოტოებს თუ ნახავთ (იხილეთ ფოტო), მსგავსება ჩემთანაც აშკარაა.
ოლივია მასწავლის სინაზეს. მეც მას ვერგები. ცოტა მოუხეშო ვარ, ბიჭივით ხასიათი მაქვს. მასთან კი ვცდილობ, ნაზი ვიყო. ამიტომ როცა ოლივიას ველაპარაკები, სულ სხვა ინტონაცია და ლექსიკა მაქვს. სულ ვფიქრობდი, რომ მკაცრი დედა ვიქნებოდი. დედაჩემი მკაცრი იყო. რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინც ფარგლებში უნდა იყოს, ზომიერად და პედაგოგიურად, - ამბობს ქეთა.
ეს კი ახალი ფოტოები ქეთას ინსტაგრამიდან, საიდანაც ვხედავთ, რომ ქეთა მეტისმეტად გახდა, ხატვითაა გატაცებული და ოლივიას მოდურ გოგონად ზრდის.