სალომე ბაკურაძე ქმარს დაბადების დღეს იტალიიდან ულოცავს მომღერალი სალომე ბაკურაძე მეგობრებსა და კოლეგებთან ერთად იტალიაში ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტის გასამართად ჩავიდა. ორსაათიანმა საღამომ გუშინ წარმატებით ჩაიარა. კონცერტის დასასრულ, მომღერლებმა ემიგრანტ ბავშვებთან ერთად სიმღერა შეასრულეს და ფოტოებიც გადაიღეს.
დღეს სალომეს მეუღლის ლაშა ბასლანძის დაბადების დღეა, წყვილი ამ თარიღს ცალ-ცალკე შეხვდა, თუმცა მომღერალმა ქმარს სასიყვარულო პოსტი მიუძღვნა და იუბილე ასე მიულოცა:
„ვიცი, იმდენს ვერ გეტყვი, რამდენსაც ვგრძნობ, რაც მინდა გითხრა და ეს შენც იცი... ცა ხარ და ცაზე მეტი, ჩემი დაბადების დღეც და ყოველი დღე ხარ საერთოდ. სამყარო ხარ და ბედნიერების ზუსტი განმარტება ხარ, ბევრ ადამიანს გაუმართლა, რომ შენ დაიბადე და მათ შორის მეც, იმედი ხარ ჩემი და ტრადიციულად ვულოცავ ჩემს თავს ჩემსავე დაბადების დღეს, როდესაც შენ გაჩნდი“.
თეკლა ჟვანია