8 შვილი, 37 შვილიშვილი, 86 შვილთაშვილი და 31 შვილთაშვილის შვილი ეს საოცარი წყვილი ფეისბუქ-გვერდმა "ბათუმმა" გააცნო საზოგადოებას:
"76-წლიანი თანაცხოვრების რეკორდი...
95 წლის ხასან და 94 წლის ზექიე თურმანიძეები სოფელ მერისში ცხოვრობენ.
წყვილმა ქვეყანას 162 შთამომავალი გაუზარდა: 8 შვილი, 37 შვილიშვილი, 86 შვილთაშვილი და 31 შვილთაშვილის შვილი.
ეს ჩვენი რელიქვიაა. ადამიანები, რომლებიც ქმნიან ისტორიას..."