ნიტა ფხაკაძე ჩაჩავას კლინიკაში რამდენიმე საათის წინ დაიბადა „კომედი შოუს“ მსახიობი ვასო ფხაკაძე მეორე გოგონას მამა გახდა. ნიტა ფხაკაძე ჩაჩავას კლინიკაში რამდენიმე საათის წინ დაიბადა. ვასოს მეუღლე ულამაზესი მოდელი ლიკუნა მეტრეველი გახლავთ, წყვილს ასევე ჰყავს 3 წლის ფერიასავით გოგო - ნინა, რომლის ფოტოებითაც მშობლები ხშირად ანებივრებენ სოციალური ქსელის მომხმარებლებს.
ამ სასიამოვნო სიახლის შესახებ თავად ლიკუნამ აცნობა საზოგადოებას და ფეისბუქზე პოსტი მისი მეორე ქალიშვილის გვარ-სახელითა და დაბადების თარიღით გამოაქვეყნა.
თეკლა ჟვანია