სამი ძმის დაუჯერებელი ამბავი სამი ძმა: ჰანტერი, ჯექსონი და კადენ ჰოვარდები ერთი და იგივე დაავადებით დაიბადნენ - კრანიოსინოსტოზით. ეს არის თავის ქალის არასწორი ფორმირება მუცლადყოფნის პერიოდში. ექიმს არ ჰქონდა ბევრი ფიქრის დრო. არასწორად ფორმირებული თავის ქალა აწვებოდა ტვინს, რასაც შეიძლებოდა შეუქცევადი პროცესები მოჰყოლოდა.
ამის თავიდან ასაცილებლად ბავშვებს გაუკეთდა საკორექციო ოპერაციები თავის ქალაზე, რის შემდეგაც მათ რამდენიმე თვე უნდა ეტარებინათ სპეციალური ქუდები (შლემები). ექიმები 95%-ით გამოჯანმრთელების იმედს აძლევდნენ მშობლებს.
"ძალიან ვნერვიულობდით ბიჭების მდგომარეობაზე. მათ ოპერაცია თავის ქალაზე 8 კვირის ასაკში გაუკეთეს".
მშობლები ამბობენ, რომ პატარებს შლემები საერთოდ არ უშლის ხელს და ბედნიერები არიან.
აი, როგორ გამოიყურება პატარების თავის ქალა დინამიკაში:
ექიმების თქმით, ის, რაც ამ ბავშვების თავს ხდება, უიშვიათესი მოვლენაა.
ბავშვები ჩაისახნენ ყოველგვარი ხელოვნური განაყოფიერების და სტიმულაციის გარეშე. მშობლები აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან და ნორმალური ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ. ორსულობის დროს დედა არ იღებდა არავითარ პრეპარატებს, რასაც შეიძლებოდა ემოქმედა ნაყოფის თავის ქალის არასწორ განვითარებაზე.