პატარა მერიკო კაკულია უკვე 2 თვისაა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ორი თვის წინ გახდა დედა - გოგონა შეეძინა, რომელსაც მარიამი დაარქვეს, თუმცა მოფერებით მერიკოს ეძახიან.
"გახდა მერიკო ორი თვის და ხვალიდან სამსახურში წასვლის დროც დადგა" - დაწერა დღეს ფეისბუქზე იუსტიციის მინისტრმა და როგორც ჩანს, ხვალიდან უკვე შეუდგება აქტიურ მუშაობას.
წულუკიანისა და მისი მეუღლის, ნუგზარ კაკულიასთვის ეს პირველი შვილია.