"ერიც დაისვენებს და გუგაც... მით უმეტეს..." მას მერე, რაც ექიმი და ასევე ცნობილი ექიმების ოჯახის წევრი, ორი შვილის დედა ნინო ნადირაძე-კუზანოვა ტელევიზიით უფრო აქტიურად გამოჩნდა გახმაურებული გადაცემის წამყვანის სახით, მის მიმართ ინტერესმა, ჭორებმა თუ მითქმა-მოთქმამ იმატა. რასაკვირველია, ასევე კრიტიკამაც და უარყოფითმა კომენტარებმაც. ქალბატონმა ნინომ გადაწყვიტა, ამ ყველაფერს თავისებურად, ორიგინალურად გამოხმაურებოდა და ფეისბუქზე ამიერიდან მხოლოდ ნინო ნადირაძით რჩება და პოსტსაც უძღვნის ამ ფაქტს:
"მოკლედ, ამიერიდან მხოლოდ ნადირაძე ვიქნები, რომ ლანძღვა მხოლოდ მე შემეხოს... ერიც დაისვენებს და გუგაც... მით უმეტეს, პასპორტში მხოლოდ ეს გვარი ფიგურირებს. თავის დროზეც, აბეზარი ფეისბუქ-მექალთანეებისათვის დავწერე მეუღლის გვარიც, როცა ყელში ამომივიდა შეკითხვა, გათხოვილი ვარ, თუ არა..."
ასევე იხილეთ: ნინო ნადირაძე: "ზოგს ჰგონია, რომ არაჟანში ვწევარ და ზემოდან ხიზილალა მისვია"