მურადელი განქორწინებული იყო, ფეხზე მძიმე ტრავმაც ჰქონდა გადატანილი კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი მოხდა თბილისში. ორთაჭალაში შვილმა დედა მოკლა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სამართალდამცავებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შსს-ში მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
თუმცა კულუარულად მაინც გავრცელდა, რომ სავარაუდოდ, მკვლელობა გარდაცვლილის ქალიშვილმა ჩაიდინა, რომელიც ცნობილი ბალერინა ანი მურადელია. სწორედ ის არის დაკავებული აღნიშნულ საქმეზე და გამოძიება მიმდინარეობს.
სავარაუდოდ, გოგონას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. როგორც კვირა.ჯი იუწყება, მურადელი განქორწინებული იყო, ფეხზე მძიმე ტრავმაც ჰქონდა გადატანილი, რის გამოც პირველხარისხოვან პარტიებს ვეღარ ასრულებდა და ამ ყველაფერს დეპრესია მოჰყვა, რომელსაც ალკოჰოლით "ებრძოდა". აღნიშნული წყაროსავე ცნობით, ანა მურადელი ცნობილი მუსიკოსის ლევან მურადელის ქალიშვილი გახლდათ, თუმცა მამა 5 წლის წინ გარდაეცვალა. მისი დედა კი, აწ უკვე გარდაცვლილი ლამარა მინდორაშვილი იყო... ამბობენ, რომ დედასთან საკმაოდ ხშირად ჰქონდა კონფლიქტი. ანა 37 წლისაა, ქორწინებიდან მას შვილი არ ჰყოლია.