"სამწუხაროა, რომ ჩემი ოჯახიც გარიეს ამ ამბავში. ჩემს ცოლ-შვილს ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს..." კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას გარშემო არც ისე სასიამოვნო ამბები დატრიალდა. საქმე ის არის, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მატჩზე - ფაჩულიას გუნდი "გოლდენ სტეიტ უორიორზი" და "სან ანტონიო სპერსი" ხვდებოდნენ. ამ მატჩზე მოხდა სწორედ ინციდენტი, რომელშიც ზაზა ფაჩულია და სანანტონიოელი კავაი ლეონარდი მონაწილეობდნენ. ლეონარდი დაეცა და ფეხის ტრავმა მიიღო. "სან ანტონიოს" მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა ინციდენტში ზაზა ფაჩულია დაადანაშაულა - თითქოს მან განგებ დაუდო ფეხი მეტოქეს. მისი მოქმედება "არაგანზრახ მკვლელობასაც" კი შეადარა.
სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ, ზაზა ფაჩულიას თქმით, არ წყდება მუქარის წერილები მისი და მისი ოჯახის მისამართით. "მტკივნეულია იმის ყურება, რომ ჩემი ოჯახი გარიეს ამ ამბავში. ჩემს ცოლსა და შვილებს არავითარი კავშირი არ აქვთ ამასთან. პოპოვიჩს არ ვადანაშაულებ, მაგრამ ის ძალიან დიდ კავშირშია ყველაფერ ამასთან", - ამბობს ზაზა და ამტკიცებს, რომ არასდროს არ უთამაშია "ბინძურად" და ახლაც ეს მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებებია. ამ ბრალდებების გამო კი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა მისი ოჯახი. კალათბურთელის თქმით, სკოლაში, სადაც მისი შვილები სწავლობენ, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება გახდა საჭირო. თავად ზაზამ გააუქმა თავისი გვერდი "ინსტაგრამზე", სადაც მოდიოდა ყველაზე მეტი მუქარის წერილი.
"მე შემაშინეთ, მაგრამ ჩემს ცოლსა და შვილებს შეეშვით. ეს დაუშვებელია!"
იმედია, ეს რთული სიტუაცია მალე გადაივლის და ზაზასა და მის ოჯახს ყველაფერი კარგად ექნებათ.
ასევე იხილეთ: ზაზა ფაჩულიას ამერიკული სახლი და მისი ოჯახური ფოტოები