უკვე მესამე წელია პატარებს დედა ენატრებათ და იშვიათად ხედავენ და მისი აუტანელი ტკივილების გამო, პალატაში შესვლას ვერ ბედავენ... ნათია სამსიანი 28 წლისაა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, ლუკა და ელენე, რომლებსაც ის უკვე მესამე საავადმყოფოდან ულოცავს დაბადების დღეს... უკვე მესამე წელია პატარებს დედა ენატრებათ და იშვიათად ხედავენ და მისი აუტანელი ტკივილების გამო, პალატაში შესვლას ვერ ბედავენ...
ნათიას სამედიცინო დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მას 2014 წელს დაუდგინდა ხერხემლის თიაქარი, კონსერვატიული მკურნალობის უშედეგობის შემდეგ, ამავე წლის ნოემბერში გაუკეთდა ოპერაცია, თუმცა ტკივილი მარცხენა ფეხში მაინც დარჩა, რომლის ინტენსივობამ თანდათან იმატა და 4 თვეში კიდურების მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია. 2015 წლის მარტში გაუკეთდა მეორე ოპერაცია, რომლის შედეგად მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ პროცესი ისევ განახლდა და ისევ ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო... ასე განმეორდა რამდენჯერმე და დღეისათვის ნათიას უკვე 6 ოპერაცია აქვს გადატანილი და ყველა უშედეგოდ... ახლა ნათია აუტანელ ტკივილებს ებრძვის, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და დაძინებასაც მხოლოდ ძლიერი ტკივილგამაყუჩებლით და საძილე საშუალებით ახერხებს, ისიც ზალიან ცოტა ხნით, დანარჩენ დროს კი ტირილში ატარებს... ფიზიკურ ტკივილს ემატება შვილების მონატრების ტკივილი, რადგან არ უნდა ბავშვებმა ამ მდგომარეობაში, გატანჯული და განადგურებული ნახონ... მათ კი დედა ენატრებათ და ყოველდღე სთხოვენ, რომ სახლში დაბრუნდეს...
საქართველოში ექიმებს რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს, აქ ერთადერთი გზა რჩება, გათიშონ ხერხემლის ნერვი, რის შედეგადაც ტკივილი გაქრება, მაგრამ ნათია სამუდამოდ დაინვალიდდება...
თუმცა არის გამოსავალი, ოპერაცია თურქეთში, საიდანაც დიდი შანსია, რომ გამოჯანმრთელებული დაუბრუნდეს თავის ოჯახს... კლინიკამ ხარჟთაღრიცხვა გადმოგვიგზავნა, რომლის მიხედვითაც ოპერაციას და მკურნალობას 15 000 $ სჭირდება... ახლა ის სრულიად უცნობი ადამიანების იმედზეა, ადამიანების, რომლებსაც შეგვიძლია ჩვენი მცირედით მხარში დავუდგეთ მას და მის პატარებს დედა დავუბრუნოთ....
ჩვენ ეს შეგვიძლია!
რეკვიზიტები:
1. საქართველოს ბანკი:
GE51BG0000000668714400
2.თიბისი ბანკი:
GE64TB7015436080100015
3.ლიბერთი ბანკი:
GE86LB0115119616889001
საიდენტიფიკაციო კოდი:
406179987
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან:
0 901 701 225
ფონდი "დედის ხელები"