ფეისბუქი მოიცვა ფოტოებმა, რომლებზეც სინამდვილეში სულაც არ ყოფილან ასახული ირანის შაჰის ცოლები ფეისბუქი მოიცვა ფოტოებმა, რომლებზეც სინამდვილეში სულაც არ ყოფილან ასახული ირანის შაჰის ცოლები. არადა, აქტიურად აზიარებენ ამ ფოტოებს და ირწმუნებიან, რომ ეს ულვაშა კაბიანი ადამიანები შაჰ ნასერ ად-დინ შაჰ კაჯარის ცოლები არიან.
სინამდვილეში, ამ ფოტოებზე მსახიობი მამაკაცები ყოფილან. ისინი შაჰ ნასერედინის ბრძანებით შექმნილი პირველი სახელმწიფო თეატრის დასში იყვნენ, 1890 წელს და სატირულ პიესებს თამაშობდნენ სამეფო კარისთვის. თეატრის ორგანიზატორი მირზა ალი აქბარ ხან ნაგაშბაში იყო, რომელიც თანამედროვე ირანული თეატრის ერთ-ერთ დამაარსებლად მიიჩნევა.
რაკი სცენაზე ქალების გამოსვლა იკრძალებოდა, ყველა როლს მამაკაცები ასრულებდნენ. ქალები კი ირანის თეატრის სცენაზე პირველად 1917 წელს გამოვიდნენ.