ავარიამ ქუთაისში 11 წლის ბიჭი იმსხვერპლა "გზაში შაქარმა აუწია და როცა ავარია მოხდა, გათიშული იყო" - რას ჰყვება ახლობელი მძღოლის შესახებ, რომელმაც ქუთაისში 11 წლის ბიჭი იმსხვერპლა
ქუთაისში მომხდარ ავტოავარიას გუშინ 11 წლის ნიკუშა პატარიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გელათის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკუშა პატარიძე თამაშობდა, რა დროსაც მათი სახლის ეზოში გადაჭარბებული სიჩქარით მომავალი ავტომობილი შევარდა. ნიკუშა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე ბავშვი დაშავდა და ის კლინიკაშია მოთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის დროს, ნიკუშა პატარიძის დედა მეოთხე შვილზე მშობიარობდა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მძღოლი, რომელმაც ნიკუშა პატარიძის სიცოცხლე იმსხვერპლა, ტყიბულის გამგეობის სპორტული კომიტეტის თანამშრომელი გია ქარქაშაძეა. მისი ახლობლების თქმით, გია ქარქაშაძეს დიაბეტი აქვს.