ნიკუშა კანდელაკმა ნიკ უესტს კონცერტზე სთხოვა ხელი (+ვიდეო)
"ისთერნ პრომოუშენის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, კულტურის მინისტრის მოადგილის კახა კანდელაკის ვაჟი ნიკა კანდელაკი დაქორწინებას გეგმავს. ნიკუშას რჩეული ამერიკელი მომღერალი და ელექტრო-ბასისტი ნიკ ვესტია. კანდელაკმა საყვარელ ქალს ხელი პირდაპირ სცენაზე, ერთ-ერთი კონცერტის დროს სთხოვა.
ნიკა და ნიკი რამდენიმე წელია შეყვარებულები არიან.
კანდელაკმა განათლება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მიიღო. მან ცოტა ხნის წინ აიღო მუსიკალური ინდუსტრიის მაგისტრის ხარისხი ლოს-ანჯელესში და კავკასიის რეგიონში პირველი კვალიფიცირებული მენეჯერია მუსიკის ინდუსტრიაში. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო, როგორ სთხოვა ნიკუშამ ხელი საცოლეს