გოგონას უკვე შეუკერეს მედდის უნიფორმა - ფრანგი დიზაინერის ნამუშევარი 1000 დოლარი დაჯდა! ბეიონსე და რეპერი ჯეი ზი ოჯახში მატებას ელოდებიან. მომღერალი ტყუპს ელოდება და ცოლ-ქმარი ძალიან ღელავს იმაზე, როგორ შეხვდება ამ ფაქტს მათი უფროსი ქალიშვილი. ბლუ აივი ძალიან განებივრებული ბავშვია, ყურადღება არ აკლია და საოცარ ფუფუნებაში აცხოვრებენ. წყვილი ნერვიულობს, ბლუს უმცროსი და-ძმის მიმართ ეჭვიანობის გრძნობა არ გაუჩნდეს - უცებ ხომ ისინი აღმოჩნდებიან ყურადღების ცენტრში.
მომღერალმა ამ მდგომარეობიდან ასეთი გამოსავალი მოძებნა - სამშობიარო პალატაში აპირებს ბავშვის შეყვანას, რომ მათ ერთად გადაიტანონ პატარების ამქვეყნად მოვლენის ემოციები და გოგონაც ადვილად შევიდეს უფროსი დის როლში.
მომღერალს და მის ქმარს იმედი აქვთ, რომ ასე გოგონა თავს მიტოვებულად არ იგრძნობს. ბეიონსემ გადაწყვიტა, რომ ეს ნაბიჯი გოგონას დაეხმარება მდგომარეობიდან გამოსვლაში და ყველა ეტაპზე იგრძნობს, რომ მოვლენებში მონაწილეობს.
გოგონას უკვე შეუკერეს მედდის უნიფორმა, რომელიც ფრანგმა დიზაინერმა შექმნა 1015 დოლარად.
35 წლის მომღერალი უკვე მალე იმშობიარებს და უცებ მრავალშვილიანი დედა გახდება.