როგორ მიულოცა ქმარმა დაბადების დღე ფეხმძიმე ცოლს - პიანისტის საოჯახო ალბომი, ქმარ-შვილის, ულამაზესი დედისა და დის ფოტოები რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა პიანისტ თათია შარანგიას, რომელსაც ბევრი მას მერე იცნობს, რაც ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა. თათია რა ხანია, აღარ არის შევარდნაძეების ოჯახის წევრი, მას მოსიყვარულე მეუღლე სანდრო შელია ჰყავს, რომელთან ერთადაც ზრდის ორ ვაჟს და ამჟამად ორსულად არის - მეორე ქმრისგან შვილს ელოდება. სანდრო შელიამ გადაწყვიტა, ცოლისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა. იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე წაიყვანა ორსული მეუღლე და რომანტიკული დღეები მოუწყო - პლაჟით, რესტორნებით, ულამაზესი თაიგულით.
"Upcoming birthday present from my beloved one! Sicilia here we come!!!!! ამდენი ვარდი სიცილიის კუნძულზე სად იპოვა არ ვიცი, მაგრამ მინდა ასეთ სიყვარულში გავიღვიძო დიდხანს, დიდხანს! მადლობა ყველაფრისთვის." - წერდა თათია სოციალურ ქსელში. მოგვიანებით კი მეუღლემ საჯაროდაც მიულოცა დაბადების დღე:
"ყველაზე ლამაზს, ყველაზე დახვეწილს, ყველაზე ეშხიანს და შთამაგონებელ ცოლს. ჩემს დიდ გატაცებას და საუკეთესო მეგობარს, ჩემი ვაჟის მომავალ დედას. შენ ხარ ჩემი მზე და ჩემი ძალა. განაგრძე მუდამ ასე ნათება და ჩემი გათბობა, მოჰფინე ყველას გარშემო შენი ბრწყინვალება!"
რა თქმა უნდა, თათიას ოჯახის სხვა წევრებმაც მიულოცეს დაბადების დღე. მათ შორის, ულამაზესმა და ძალიან ეფექტურმა დედამ - მაკა ფიფიამ, ულამაზესმა დამ - მარიამ შარანგიამ, რომელიც თათიაზე რამდენიმე წლით არის უმცროსმა, ასევე უმცროსმა ძმამ, მამამ, შვილებმა და სხვა ახლობლებმა.
ეს კი თათიას ოჯახური ფოტოებია - მისი დედ-მამა და და-ძმა.