„ხომ არის ცხოვრებაში, რომ შემთხვევით შეხვდები ადამიანს სადმე მხოლოდ 1 საათით და სამუდამოდ იკავებს შენს გულში ადგილს?“ ტელეწამყვანი გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინანდელ ამბავზე წერს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, საქმე უცნობ ბიჭს და მის შვილს - ერეკლეს ეხება, დეტალებს მის განცხადებაში ამოიკითხვათ:
„აი, ხომ არის ცხოვრებაში, რომ შემთხვევით შეხვდები ადამიანს სადმე მხოლოდ 1 საათით და სამუდამოდ იკავებს შენს გულში ადგილს? მოკლედ, მე და ეკეკო ვეძებთ დაახლოებით 7-8 წლის ბუთქუჩა, უსაყვარლეს, სათვალიან ბიჭს სახელად გიოს, რომელიც ოჯახთან ერთად იყო 7 ივნისს რესტორან "კოლხეთში". ძალიან დამეგობრდნენ და განიცდის, რომ ვეღარასოდეს ნახავს და დაბადების დღეზე ვერ დაპატიჟებს. გააზიარეთ...“
თეკლა ჟვანია