სიურპრიზებით სავსე შაბათი - ბიბლუსი გალერეა საბურთალოზე პირველი ვიზიტორების დასახვედრად ემზადება
სიურპრიზებით სავსე შაბათი - ბიბლუსი გალერეა საბურთალოზე პირველი ვიზიტორების დასახვედრად ემზადება
თბილისში ჭავჭავაძის შემდეგ ბიბლუსი გალერეა უკვე საბურთალოზე კანდელაკის 7 ნომერში, გაგარინის მოედანზე იხსნება. წიგნის ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელი საქართველოში კიდევ უფრო ფართოვდება და ამჯერად მომხმარებელს მრავალფუნქციურ სივრცეს სთავაზობს, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია იპოვოს საკუთარი ინტერესების შესაბამისი ზონა შემეცნებისა თუ დასვენებისთვის. საბურთალოს ბიბლუსი წიგნის მოყვარულებს სთავაზობს მრავალფეროვან წიგნის მაღაზიას, არტისა და კრაფტისთვის განკუთვნილ ზონას, კომფორტულ სამკითხველოს, კაფეს უგემრიელესი კერძებით, საჩუქრებისა და საკანცელარიო ნივთების ფართო არჩევანს, ღვინის კუთხეს, სადაც მცირე
You must have Flash Player installed in order to see this player.
მეურნეობების მიერ წარმოებული უნიკალური ღვინის შეძენა და დაგემოვნება იქნება შესაძლებელი.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. "ბიბლუსი გალერეა" 17 ივნისს გაიხსნება ოფიციალურად და გახსნასთან დაკავშირებით მომხმარებელს უამრავ სიურპრიზს პირდება.

ბიბლუსის ყველაზე მოთხოვნადი წიგნები მხოლოდ 3 ლარად

წიგნის მაღაზიათა ქსელი ბიბლუსი ყველაზე მრავალფეროვან წიგნის არჩევანს სთავაზობს თავის მომხმარებელს. ამ წიგნებს შორის კი ყველაზე პოპულარული სამი წიგნის შეძენა მსურველებს 17 ივნისს, მხოლოდ 1 საათით 15:00-16:00 საათამდე მხოლოდამხოლოდ 3 ლარად შეეძლებათ. ეს წიგნებია: ცნობილი თურქი მწერლის ელიფ შაფაქის "სიყვარულის 40 წესი", რომელმაც მსოფლიოში აღიარება გამოსვლისთანავე დაიმსახურა. ქართველი მწერლის დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა" და დენიელ კინზის "ყვავილები ელჯერნონისთვის"

გრანდიოზული გათამაშება ყველა მომხმარებლისთვის
აქციის დასრულებისთანავე 4 საათზე დაიწყება გათამაშება, სადაც ბიბლუსი მის ერთგულ მკითხველს გრანდიოზული პრიზებით დააჯილდოებს. 500 ლარიანი ბიბლუსი გალერეას ვაუჩერი, 300 ლარიანი წიგნების ვაუჩერი, 1 კვირიანი უფასო ლანჩი ბათუმის ბიბლუსი გალერეაში და კიდევ სხვა მრავალი.

გათამაშების წესები მარტივია:
● იმისათვის, რომ მომხმარებელმა მონაწილეობა მიიღოს გათამაშებაში აუცილებლად უნდა დაესწროს გათამაშებას 17 ივნისს 16:00 საათზე, კანდელაკის #7 (გაგარინის მოედანი, "ბიბლუს გალერეა")

● თან უნდა იქონიოს გათამაშების ბილეთის მეორე ნახევარი, რომელიც გაიცემობა 2 კვირის განმავლობაში ბიბლუსის წიგნის მაღაზიებში ნებისმიერი შენაძენისას. ბილეთის მიღება ასევე შესაძლებელია გათამაშების დღეს ადგილზეც, გათამაშების დაწყებამდე ნებისმიერი შენაძენისას.

● ბილეთები მოთავსებული იქნება დოლურაში და წამყვანი შემთხვევითობის პრინციპით ამოიღებს გამარჯვებულ ბილეთებს.

● პრიზის მოსაგებად აუცილებელია გამარჯვებული იმყოფებოდეს გათამაშების ადგილას და ასევე სწორად უპასუხოს წამყვანის მიერ დასმულ 1 შეკითხვას.

უამრავი სიურპრიზი, მუსიკა, გრანდიოზული ფასდაკლება და სასიამოვნო გარემო 17 ივნისს 3 საათიდან ბიბლუსი გალერეაში დაგელოდებათ. გაატარეთ სასიამოვნო საღამო ბიბლუსში (მის.: კანდელაკის #7, გაგარინის მოედანი)
191
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
23.06.2017
ფრანგ მოდელს საყოფაცხოვრებო ნივთი აუფეთქდა - ის ვეღარ გადაარჩინეს
23.06.2017
ტელეწამყვანმა პირველად გამოაჩინა გაზრდილი შვილი
22.06.2017
კადრებში ჩანს, როგორ უწევენ პარტნიორობას ცეკვის დროს, მამები საკუთარ ქალიშვილებს (+ვიდეო)
22.06.2017
ბოლო დროს თვალის ექიმთან თუნდაც პროფილიაქტიკის მიზნით მისული ბავშვებიდან უსათვალოდ თითქმის არავინ ბრუნდება.
22.06.2017
შვილის გაჩენას ბედნიერებასთან ერთად უამრავი პრობლემა მოაქვს.
21.06.2017
ექიმები სერიოზული გართულებების თავიდან აცილებას ცდილობენ...
21.06.2017
ივლისის ბოლოს, ქ. ბათუმში, ცენტრალურ ქუჩაზე გაიხსნება “მპ დეველოპმენტის” მორიგი სავაჭრო ცენტრი, სადაც “კარფურის” სუპერმარკეტი იქნება წარმოდგენილი.




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი