გორის მერის მოადგილის ოჯახზე ყაჩაღობის ინსცენირება ბავშვების ძიძამ მოაწყო
გორის მერის მოადგილის ოჯახზე ყაჩაღობის ინსცენირება ბავშვების ძიძამ მოაწყო
გორის ცენტრში, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გოგა რაზმაძის ოჯახში უცნობი პირები შეიჭრნენ. ინციდენტის დროს თავად მერის მოადგილე სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა სახლში ოჯახის წევრები იყვნენ. ყაჩაღობის შემდეგ რაზმაძის დედა საავადმყოფოში მოხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მერის მოადგილის ოჯახში ყაჩაღობაში ბრალდებული ამავე ოჯახში მომუშავე 31 წლის ძიძაა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"შსს-ს გორის რაიონულ სამმართველოში 2017 წლის 15 ივნისს, შეტყობინების საფუძველზე, მოქალაქე გ.რ.-ს ოჯახის მიმართ განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტზე,
You must have Flash Player installed in order to see this player.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და
მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1986 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ, რომელიც, დაახლოებით, სამი წელია, გორში მოქალაქე გ.რ.-ს ოჯახში ძიძად მუშაობს, აღნიშნული ოჯახიდან, რამდენიმე თვის წინ, ფარულად წამოიღო ოქროს ნივთები. როგორც მან დაკითხვისას აღიარა, საძინებელ ოთახში მდგარი ტანსაცმლის კარადიდან გადმოიღო ჩანთა, სადაც მოთავსებული იყო ოქროს ნივთები, მათი ნაწილი ჩანთიდან ამოიღო, ხოლო დანარჩენი - კარადის თავზე დამალა. ბინიდან წამოღებული ოქროს ნივთები მ.ჯ.-მ ლომბარდში ჩააბარა. იმის გამო, რომ ლომბარდიდან ოქროს ნივთების გამოხსნა ვერ შეძლო, ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო.

2017 წლის 15 ივნისს, დაახლოებით, 16:00 საათზე, მ.ჯ.-მ საძინებელ ოთახსა და ლოჯიაში მდგარი კარადებიდან იატაკზე გადმოყარა ტანსაცმელი და სხვა ნივთები, შემოსასვლელ კართან კი ოქროს სამკაულის შესანახი ნაჭრის პატარა ტომრები დაყარა. შემდეგ მისაღები ოთახის კედელს თავი დაარტყა, რა დროსაც შუბლის არეში დაზიანება მიიყენა, საძინებელ ოთახში გავიდა, იატაკზე, ბავშვების საწოლთან დაჯდა და ოჯახის დიასახლისის მოსვლას დაელოდა. სახლში დაბრუნებულ დიასახლისს მ.ჯ.-მ მოატყუა, თოთქოს თავს ყაჩაღები დაესხნენ.

შსს-ს გორის რაიონულ სამმართველოში აღნიშნულ ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მ.ჯ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. უახლოეს პერიოდში, საქმეზე მოხდება კვალიფიკაციის შეცვლა შესაბამისი მუხლით" - აღნიშნულია განცხადებაში. იხილეთ ვიდეო
4971
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
23.06.2017
ფრანგ მოდელს საყოფაცხოვრებო ნივთი აუფეთქდა - ის ვეღარ გადაარჩინეს
23.06.2017
ტელეწამყვანმა პირველად გამოაჩინა გაზრდილი შვილი
22.06.2017
კადრებში ჩანს, როგორ უწევენ პარტნიორობას ცეკვის დროს, მამები საკუთარ ქალიშვილებს (+ვიდეო)
22.06.2017
ბოლო დროს თვალის ექიმთან თუნდაც პროფილიაქტიკის მიზნით მისული ბავშვებიდან უსათვალოდ თითქმის არავინ ბრუნდება.
22.06.2017
შვილის გაჩენას ბედნიერებასთან ერთად უამრავი პრობლემა მოაქვს.
21.06.2017
ექიმები სერიოზული გართულებების თავიდან აცილებას ცდილობენ...
21.06.2017
ივლისის ბოლოს, ქ. ბათუმში, ცენტრალურ ქუჩაზე გაიხსნება “მპ დეველოპმენტის” მორიგი სავაჭრო ცენტრი, სადაც “კარფურის” სუპერმარკეტი იქნება წარმოდგენილი.




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი