”მათ ჩემი შვილი ნაგვის ბუნკერში ჩააგდეს მობილურის მოსაძებნად!” - გამაოგნებელი შემთხვევა, რომელზეც ირინა სარიშვილი წერს
”მათ ჩემი შვილი ნაგვის ბუნკერში ჩააგდეს მობილურის მოსაძებნად!” - გამაოგნებელი შემთხვევა, რომელზეც ირინა სარიშვილი წერს
ამქვეყნად ბევრი სიკეთის გარდა ბევრი ცუდიც მინახავს, საქმეშიც და პირად ცხოვრებაშიც. უამრავ ბოროტს შევხვედრივარ, მანიაკს, მატყუარას, მკვლელს,თაღლითს...
ვინც მე მიცნობს, არ ვარ ავმეხსიერა... პირიქით, რამდენჯერ ჩემთვის ბოდიში მოუხდიათ და ვერც გამიხსენებია რისთვის, სანამ თვითონ არ მეტყოდნენ...
მაგრამ არის ერთადერთი ეპიზოდი ჩემ ცხოვრებაში, სადაც კონკრეტული ადამიანების საქციელმა იმხელა სიძულვილი გააჩინა ჩემში რომ დღემდე იმავე ძალით მომყვება და არც არასდროს გადამივლის.
ბევრი წლის წინ, ყიფშიძეზე, ჩემი ერთ-ერთი ბიჭი, იქნებოდა ასე 5–6 წლის,
You must have Flash Player installed in order to see this player.
მეზობელი კორპუსის ეზოდან ბრუნდებოდა სახლში. ნაგვის ბუნკერს რომ მიუახლოვდა, ვიღაც
წყვილმა გააჩერა, ასე 30 წელს გადაცილებულები იქნებოდნენ, და ეუბნებიან: ბიჭი, მობილური ჩაგვივარდა ბუნკერში და ჩაგსვამთ და მოგვიძებნეო...
ჩემი კარგად გაზრდილი ბიჭი დაიბნა და სანამ გონს მოვიდოდა რა თხოვეს, სტაცეს ხელი და ჩასვეს ბუნკერში ტელეფონის მოსაძებნად....
ეს ამბავი, როცა ბავშვი სახლში ნაგვის სუნით აქოთებული დაბრუნდა, მაშინ გავიგე.

ცრემლებს ძლივს იკავებდა, ისე მიყვებოდა რაც მოხდა.
სიტყვებით ვერ აღვწერ, რაც მაშინ დამემართა და ვიგრძენი.
მთავარი ისაა, რომ დღესაც იგივეს ვგრძნობ, როცა ეს ამბავი მახსენდება და ახლაც ამას რომ ვწერ, სიბრაზისგან ზუსტად ისე მაკანკალებს, როგორც მაშინ...

ის 30 წელს გადაცილებული მდედრი და მამრი, რომელსაც შეუძლია საკუთარი ნივთის გამო თვითონ რომ ხელი არ დაესვაროს, ბავშვის ნაგვის ბუნკერში ჩასმა, ჩემთვის ყველა მკვლელზე, მანიაკზე და საერთოდ ყველანაირ ავადმყოფურ ბოროტებაზე უარესია... თვალით არ მინახავს, მაგრამ ისე მძულს ორივე, თითქოს ფიზიკურად ვეხები. ხელში რომ ჩამვარდნოდნენ, მოკვლით ალბათ არ მოვკლავდი და არა იმიტომ, რომ შევიბრალებდი, სიკვდილით ყველა ვკვდებით... ნაგვის ბუნკერში ჩავაგდებდი და სახურავს დავკეტავდი. არ დაიხრჩობოდნენ, ბუნკერს ნახვრეტები აქვს, და მერე დილით იპოვიდა ნაგვის მანქანა ცოცხალ ნაგვებს... დღესაც ამას ვიზამ, რომ ვიცოდე, ვინ არიან ან ვინმე თუნდაც სხვა დავინახო, რომელიც იგივეს აკეთებს სხვა ბავშვზე...

აი, ასეთი დაუძლეველი სიძულვილით მძულს ის არსებები, რომლებიც თვალით არ მინახავს და ალბათ ვერც ვნახავ და ამ სიძულვილს ვერ შევადარებ ვერაფერს რაც ჩემი ცხოვრების მანძილზე მინახავს და განმიცდია.
არ ვიცი, რამდენად გასაგებად გადმოგეცით ის, რისი თქმაც მინდა ან საერთოდ რატომ მომინდა დღეს ამის დაწერა... ალბათ ამ საერთო სიძულვილის და აგრესიის ფონზე უბრალოდ მომინდა თქვენთვის მეთქვა, მე რა მძულს და როგორ მძულს...
ირინა სარიშვილი
26876
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (6)
13:43 / 20-06-2017
მსქროლავი ტროლი
თქვენ სიძულვილი ისედაც არ გაკლიათ, ქ-ნო ირინა, თუმცა ხანდახან გულისამაჩუყებლად კეთილშობილური პოსტებიც გეხერხებათ... არ გინდათ სიძულვილის დემონსტრირება, საკუთარ ბავშვებზე იფიქრეთ, ღმერთმა გაგიზარდოთ და ჯანმრთელად გიმყოფოთ... ნაძირალებს კი ვერც ფბ-ით და ვერც სიძულვილით ჭკუას ვერ ასწავლით....
01:13 / 20-06-2017
meeee
გამოჩნდნენ ტვინიკოსებიც!ირინაც პოლიტიკოსი იყო ერთ დროს და წარსული არავინ არ უნდა დაივიწყოს...
00:09 / 20-06-2017
სოფი
რა კარგად გაკლია მარი :-) ...რა შუაშია ამ თემასთან თქვენი ბრძნული კომენტარი?ყველაფრის პოლიტიზირება შეიძლება?დედა თავის გულისტკივილზე წერს და თქვენ კიდევ კოსმოსში დაქრიხართ თქვენი ინტელექტუალური მიშასა და ბიძინას თანხლებით :-D :-D :-D
22:48 / 19-06-2017
shoka
რა შუაშია მიშა ან კიდევ ბიძინა, ორი ნაძირალა ადამიანი თუ ასე მოექცა ანგელოზს... უფალი დასჯის მათ ასეთი საქციელისთვის.
15:13 / 19-06-2017
gio
მიშა ინტელექტუალი???
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
23.06.2017
ფრანგ მოდელს საყოფაცხოვრებო ნივთი აუფეთქდა - ის ვეღარ გადაარჩინეს
23.06.2017
ტელეწამყვანმა პირველად გამოაჩინა გაზრდილი შვილი
22.06.2017
კადრებში ჩანს, როგორ უწევენ პარტნიორობას ცეკვის დროს, მამები საკუთარ ქალიშვილებს (+ვიდეო)
22.06.2017
ბოლო დროს თვალის ექიმთან თუნდაც პროფილიაქტიკის მიზნით მისული ბავშვებიდან უსათვალოდ თითქმის არავინ ბრუნდება.
22.06.2017
შვილის გაჩენას ბედნიერებასთან ერთად უამრავი პრობლემა მოაქვს.
21.06.2017
ექიმები სერიოზული გართულებების თავიდან აცილებას ცდილობენ...
21.06.2017
ივლისის ბოლოს, ქ. ბათუმში, ცენტრალურ ქუჩაზე გაიხსნება “მპ დეველოპმენტის” მორიგი სავაჭრო ცენტრი, სადაც “კარფურის” სუპერმარკეტი იქნება წარმოდგენილი.




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი