”სტამბულიდან აფრენილი თვიმთმფრინავის უმწეო მგზავრები და ეკიპაჟი, 50 წუთის განმავლობაში ვცდილობდით გადარჩენას” გუშინ სტამბულის აეროპრტიდან აფრენილ თვითმფრინავს მეხი დაეცა. ეკიპაჟი თითქმის მთელი საათი ცდილობდა გადარჩენას და საბედნიეროდ ავარიულად დაშვება ყოველგვარი ზიანის გარეშე მოახერხა. ამ თვითმფირნავით მგზავრობდნენ ნინო დარასელი შვილთან - ზაზუკასთან ერთად და გადაცემა „ექიმების“ ოთხივე წამყვანი. მომხდართან დაკავშირებით ფეისბუქის გვერდზე პოსტებს აქვეყნებენ ნინო დარასელი და კოტე მამთითაშვილი.
კოტე მათითაშვილი:
„მოკლედ, მეხმა გლიჯა ჩვენს თვითმფრინავს (კი დავინახე კაი ძლიერი ელვა ფრთასთან, მაგრამ რას წარმოვიდგენდი) - ასე გვითხრეს, გადავრჩით!!! აფრენიდან 40 წთ-ში დავჯექით ისევ ათათურქში... ახლა კარგად ვართ, პილოტი ძლიერი, მადლობა მას!!!!!!!! ველოდებით შემდეგ აფრენას, შოკია!!!!! 80% იყო შანსი, რომ .... ასე ამბობენ ... აბა. მფრინავის ხმა საუბრისას... ვაააა, კინოა რა! ახლა საჭმელი მოიტანეს“.
ნინო დარასელი:
"რა დროს მეფე იყო რა, ჩამიშალა ჩემი მეორედ მოსვლაზე აჟიოტაჟის ისტორია... ჰოდა რას ვამბობდი და.... არც მეტი არც ნაკლები მეხი დამეცა... გუშინ სტამბულიდან აფრენილი თვიმთმფრინავის უმწეო მგზავრები და ეკიპაჟი, 50 წუთის განმავლობაში ვცდილობდით გადარჩენას. აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავმა საშინელი რყევა დაიწყო, განათდა და რომ არა თვითმფრინავის საოცარი პილოტი და ეკიპაჟი, დადებდით ახლა ალბათ ბევრი ჩემი და Jay Gatsby-ს მოსაგონარს. თვითმფრინავი ავარიულად სტამბულში დაჯდა. ერთმა მგზავრმა მითხრა კიდეც, შენ რა გენაღვლება, გაგიხსენებდნენ მაინც, მე ვკვდებოდი უსახელოდო. დიდი შეღავათი იყო ჩემთვის...
ერთადერთი რასაც მეც და ზაზუკაც ვფიქრობდით, თურმე ახლა მაინც ხომ გამოუშვებენ ჩემი ოჯახის წევრებს-თქო.
მოკლედ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რაც გადაგვხდა, ვამბობდი, ამაზე უარესი რაღა დაგვემართება-თქო. აგრესიაზე აცრილს და ემოციებისგან დაცლილს მეხამრიდის დაყენება დამავიწყდა. ახლა უკვე ესეც მაქვს და აწი ნამდვილად ვეღარაფერი მომერევა...
მფრინავმა 10-დან 9 ქულა ვვარდებოდითო. რას ვიფიქრებდი, ქულებით თუ დავითვლიდი გადარჩენას. ასე გავხდი სტატისტიკის ნაწილი და ახლა შემიძლია ისტორიისაც გავხდე. მეფე არჩევითი თუა, დავაყენებდი კანდიდატურას. დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე და ნინო მეხამრიდი..."
როგორც მგზავრები ამბობენ, პილოტის დამსახურებით ყველა უვნებელი გადარჩა.
თეკლა ჟვანია