ავღანელი პოლიციელი ქალი მალალაი კაკარი აპატიმრებს 35 წლის მამაკაცს, ჯანანს, რომელმაც თავისი 15 წლის მეუღლე, ჯამილა, დაუმორჩილებლობისთვის დანით დაჩეხა ეს ფოტოამბავი სოციალურ ქსელში გავრცელდა და მართლაც სულის შემძვრელია:
ავღანელი პოლიციელი ქალი მალალაი კაკარი აპატიმრებს 35 წლის მამაკაცს, ჯანანს, რომელმაც თავისი 15 წლის მეუღლე, ჯამილა, დაუმორჩილებლობისთვის დანით დაჩეხა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ელის ამ კაცს, პოლიციელი პასუხობს: "არც არაფერი, კაცები აქ მეფეები არიან."
მალალაი იყო პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი, რომელიც ყანდაარის პროვინციაში ქალების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ის იყო პირველი ქალი, რომელმაც ყანდაარის პოლიციის აკადემია დაამთავრა და პირველი ქალი, რომელიც გამომძიებელი გახდა.
ფოტო 2006 წლის 4 ივნისსაა გადაღებული. 2008 წლის 28 სექტემბერს მალალაი თალიბებმა მოკლეს.