კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლისთვის ექიმები იბრძვიან სამწუხაროდ, ექსტრემალურ პირობებში სელფის გადაღება მოდური გახდა და უფროსები თუ ბავშვები არაერთხელ ჩავარდნილან საფრთხეში ამის გამო. მათ შორის - სასიკვდილო საფრთხეშიც. არაერთი ტრავმა და სიკვდილიც მოჰყოლია "უნიკალური სელფის" გადაღების მცდელობას.
ამჯერად ტრაგედია რუსეთში დატრიალდა. 10-12 წლის ოთხი ბავშვი მატარებლის ლიანდაგზე ცდილობდა სელფის გადაღებას. ორი ბიჭი და ერთი გოგონა გარდაიცვალნენ - მატარებელმა გადაუარა მათ, კიდევ ერთი გოგონა ჰოსპიტალიზებულია, რეანიმაციაში ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან.
"მემანქანემ შენიშნა ბავშვები და მკვეთრად დაამუხრუჭა, მაგრამ ტრაგედია მაინც ვერ აიცილა თავიდან", - ამბობს რკინიგზის თანამშრომელი.
როგორც გაირკვა, ბავშვები ცდილობდნენ, მოახლოებული მატარებლის ფონზე გადაეღოთ სელფი და მანძილი ვერ გათვალეს სწორად.