შვილის გაჩენას ბედნიერებასთან ერთად უამრავი პრობლემა მოაქვს. 1. დატკბი ყოველი წუთით
შვილის გაჩენას ბედნიერებასთან ერთად უამრავი პრობლემა მოაქვს. ნუთუ ძნელია იმის მიხვედრა, რომ დედა იღლება, ყოველდღიურად უამრავი საზრუნავი აქვს და საკუთარ თავს იდანაშაულებს, რომ იდეალური დედა ვერაა. უმჯობესია, უთხრათ: "ყველა სირთულის მიუხედავად ხომ მაინც ღირდა შვილის გაჩენა?"
2. დაიძინე ბავშვთან ერთად
როგორ უნდა დაიძინო, როცა უფროსი შვილები გყავს მოსავლელი ან სახლია დასალაგებელი, სარეცხი გასარეცხი და სადილი მოსამზადებელი?!
3. დიდხანს აჭამე ძუძუ
საუკეთესო მიზეზია, დედა აატიროთ. თუ თავად არ გყავდათ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე, ვერ მიხვდებით, რა პრობლემები შეიძლება მას ახლდეს. უმჯობესია, გაჩუმდეთ.
4. შენთვის ყავა ან ღვინო შეიძლება?
თუ დედა თვლის, რომ უნდა დალიოს, ნუ შეუჭამთ ტვინს „შხამიანი კითხვებით“.
5. ორი წუთით შემოგირბენ
და ნუ გაჩერდებით საათობით. დედას დასვენება და გამოძინება სჭირდება. ან დაეხმარეთ საოჯახო საქმეებში, ან საჩუქარი მიართვით და მალე დაემშვიდობეთ.